"შესაძლოა მოწმეებზე წნეხის ფაქტზე ვანო ნაკაიძე გამოძიებისთვის საინტერესო ფიგურა აღმოჩნდეს" - ზაზა სარალიძის ადვოკატი

11:41 06-22-2018
106

 

საპარლამენტო კომისიამ დაკითხვაზე დაიბარა ივანე ნაკაიძე, რომელიც დათო სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ-ს ბიძა აღმოჩნდა. მის შესახებ სტატიას რეზონანსის დღევანდელი ნომერი აქვეყნებს. ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ივანე ნაკაიძის დაკითხვა თავად კომისიამ გადაწყვიტა.

მისი თქმით, ნაკაიძე გამოძიების მასალებში არ ფიგურირებს. ის გამოძიების პერიოდში დაკითხულიც არ ყოფილა. ადვოკატი ამბობს, რომ კომისია თავად წყვეტს, ვინ და რატომ დაკითხოს, ნაკაიძის დაკითხვას კი მიესალმება. მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებზე შესაძლო წნეხის ფაქტზე ნაკაიძე სამომავლოდაც გამოძიებისთვის საინტერესო ფიგურა აღმოჩნდეს. თუ რატომ გახდა საჭირო ნაკაიძის დაკითხვა და ფიგურირებს თუ არა მისი სახელი საგამოძიები მასალებში, ან რა შეხება შეიძლება ჰქონდეს მას საქმესთან - ამკითხვაზრ რეზონანსს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე პასუხობს, რომ მათთან მისული მასალების მიხედვით, ამ პირის მიმართ კომისიის წევრებს კითხვები გაუჩნდათ, შესაბამისად, ნაკაიძეს პასუხის გაცემა მოუწევს. ივანე ნაკაიძე 2009 წლიდან კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორია და კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს წარმოადგენდა. . 2011 წლიდან კეზერაშვილის ბიზნესკომპანიების მეწილე დაით იაკობაშვილი ხდება, 2013-ში კი, როდესაც კეზერაშვილი ქვეყნიდან გაიქცა იაკობაშვილმა და ივანე ნაკაიძემ ეს ბიზნესები მთლიანად გადაიბარეს. დავით ვანე ნაკაიძის სახელი 2016 წელს გამოქვეყნებულ "პანამა ფეიფერსის" დოკუმენტებში ფიგურირებს, როგორც AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD-ის წარმომადგენლად, რომელსაც, დავით იაკობაშვილი ფლობს და წილის თანამფლობელად SOBBIA HOLDINGS CORPORATION-ში,რომესაც ასევე იაკობაშვილი ფლობს, ყოფილ მფლობმად კი დავით კეზერაშვილია მითითებული.