ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

one

საზოგადოება 1711646871

რა ეღირება OneRepublic-ის ბილეთები? - Black Sea Arena საფასო კატეგორიებს აქვეყნებს

 OneRepublic-ის ბილეთების საფასო კატეგორიები გამოქვეყნდა. Black Sea Arena-ს ცნობით, ბილეთების ფასი 140 ლარიდან იწყება და 550 ლარამდე იზრდება.ბილეთების გაყიდვა ხვალ, 29 მარტს 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება. Black Sea Arena-ს ინფორმაციით, BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring ბილეთებს შეიძენთ, TKT.ge-ზე კი ნებისმიერ კატეგორიას.Starring Georgia, TBC და VISA-ს თანამშრომლობის ფარგლებში მიიღეთ:20% ყველა კატეგორიის ბილეთზე TBC VISA ბარათით შეძენისას;30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე TBC Youth ბარათით შეძენისას;30% VIP კატეგორიის ბილეთებზე TBC Concept ბარათით შეძენისას;15% ყველა კატეგორიის ბილეთზე TBC განაწილებით შეძენისას;ფასდაკლება არ მოქმედებს BSA.ge-ზე შეძენის შემთხვევაში.

ჩაი

რჩევები 1711646061

რა სარგებელს მიიღებთ თუ ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ჯინჯერის ჩაის დალევთ

ჯინჯერის სასარგებლო თვისებები ამოუწურავია. განსაკუთრებით სასარგებლო კი ის საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაა.სპეციალისტების განმარტებით, ჯინჯერის, იგივე კოჭას ფესვების ნახარში კარგია ღრძილების ანთების წინააღმდეგ, აუმჯობესებს გულის სიჯანსაღეს, კარგია გულისრევის შეგრძნების წინააღმდეგ და ასევე ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.ბლოგერი ამანდა მაკკოი ჯინჯერთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.„გადავწყვიტე ახალი ჯინჯერი ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე მიმეღო. მისი მიღების სხვადასხვა გზები არსებობს, მაგრამ მე გადავწყვიტე ის ყოველ დილას და საღამოს ჩაის სახით დამელია. მისი მომზადება ძალიან მარტივია. უბრალოდ კოჭას ადუღებული წყალი უნდა დაასხათ და დაელოდოთ რამდენიმე წუთი“, - ამბობს ამანდა.ბლოგერის თქმით, მას ჰქონდა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე პრობლემა და ჯინჯერის ჩაის მიღებისდაწყების დღიდანვე იგრძნო ამ თვალსაზრისით შვება. განსაკუთრებული ეფექტი კი მას უკვე მესამე დღიდან ჰქონდა„ამ ჩაის საშუალებით ასევე მე დავამარცხე კუნთების ტკივილი, რომელიც ვარჯიშის გამო მაწუხებდა. ვარჯიში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ იმდენად მაწუხებდა ყოველი ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილი, რომ ეს უკვე გაუსაძლისი იყო. ჯინჯერის ჩაის მიღებიდან მეოთხე დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემი კუნთები გაცილებით გაძლიერდა და ტკივილი აღარ იყო წინანდელივით მძაფრი. ზოგადად, მჯერა, რომ ბუნებრივი საშუალებების გამოყენება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მედიკამენტების. მაგალითად პიტნის ზეთი მეხმარება თავის ტკივილის წინააღმდეგ და თაფლს ვსვამ ყელის ტკივილის დროს. ორივე მათგანი საოცრად ეფექტურია“, - ამბობს ბლოგერი.შეგვიძლია შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ თუ ერთი კვირის განმავლობაში ჯინჯერის ჩაის მიიღებთ, მოგიწესრიგდებათ საჭლის მომნელებელი სისტემის მუშაობის ხარისხი, კუნთოვანი სისტემა გახდება უფრო ძლიერი, ამასთანავე ის დადებითად იმოქმედებს თქვენს პირის ღრუზე, კბილების სიჯანსაღეზე, გაუმჯობესდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ხარისხიც.შეიძლება თუ არა ერთ კვირაზე მეტხანს ჯინჯერის ჩაის მიღება? სეციალისტების რეკომენდაციით, ერთ კვირაზე მეტხანს ამ ჩაის მიღება არ შეიძლება, თუმცა ერკვირიანი კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ ყოველ მეორე თვეს.

ბალტიმორი

მსოფლიო 1711645831

მყვინთავებმა მდინარიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს - რა ვითარებაა ახლა ბალტიმორში, ტრაგედიის ადგილზე

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, სადაც გემი ხიდს შეეჯახა და 2.6-კილომეტრიანი ხიდი მთლიანად დაანგრია, მყვინთავებმა მდინარიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.ორივე ცხედარი მაშველებმა წითელ ავტომობილში აღმოაჩინეს, რომელიც ხიდის დანგრევის შედეგად ჩაიძირა. გარდაცვლილები უკვე იდენტიფიცირებულები არიან - 26 წლის გვატემალელი დორლიან რონიალ კასტილიო კაბრება და 35 წლის მექსიკელი ალეხანდრო ერნანდეს ფუენტესი.ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება - მყვინთავები კიდევ ოთხ ადამიანს ეძებენ, სავარაუდოდ, ოთხივე მათგანი გარდაცვლილია.აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ფრანცის სკოტ კის სახელობის ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც 2.6 კილომეტრიანი ხიდი მთლიანად დაინგრა.

ხორცი

საზოგადოება 1711645763

რომელი ხორცია უფრო ჯანსაღი - შეამოწმეთ, არის თუ არა ის თქვენს რაციონში

ხორცი არის ჯანსაღი, მაგრამ არა ყველანაირი. საქმე ყოველთვის მის ფერში არ არის - წითელია თუ თეთრი, არამედ ის, თუ როგორ იზრდება, როგორ მზადდება და ასევე რა რაოდენობით მოიხმარება. მოდით გავარკვიოთ, რომელი ხორცია სხვებზე ჯანმრთელი და რატომ.კურდღლის ხორციმას არ ჰყავს კონკურენტი - ის ყველაზე სასარგებლოდ იქნა აღიარებული, რადგან არ შეიცავს ანტიბიოტიკებს და ჰორმონებს (მაგალითად, ღორის და საქონლის ხორცი). კურდღლის ხორცი ასევე შეიცავს უამრავ რკინას, თუთიას, ფოსფორს, B ვიტამინებს და ის უფრო ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ, ვიდრე სხვა სახეობები, რადგან შეიცავს ცოტა ცხიმს და ქოლესტერინს. კურდღლის ხორცი რეკომენდებულია ბავშვთა დიეტაშიც.ფრინველის ხორციმეორე ადგილზეა ფრინველი, ქათამი და ინდაური. ის შეიცავს ნაკლებ ცხიმს, ვიდრე საქონლის და ღორის ხორცი, თუმცა მას ასევე შეუძლია გაზარდოს სისხლში ქოლესტერინის დონე.თუ შესაძლებელია, აირჩიეთ ინდაური. მას აქვს ნაკლები ცხიმი და კალორია და მეტი ცილა. ინდაური ასევე მდიდარია ვიტამინით B3, რომელიც აკონტროლებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.ცხვრის ხორციმესამე ადგილზე ცხვრის ხორცია. ის ჩვეულებრივ ცხიმიან ხორცად ითვლება, მაგრამ სინამდვილეში არის ცილის მდიდარი წყარო და შეიცავს რამდენჯერმე ნაკლებ ქოლესტერინს, ვიდრე საქონლისა და ღორის ხორცი. გარდა ამისა, ცხვრის ხორცი შეიცავს კრეატინს, რომელიც აუცილებელია კუნთების ზრდისთვის.რამდენი ხორცის ჭამა შეიძლება კვირაშითითოეული ადამიანისთვის რეკომენდაციები შეიძლება განსხვავებული იყოს, რადგან ხორცის რაოდენობა დიდწილად დამოკიდებულია სხეულის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და ჯანმრთელობაზე.არ დაგავიწყდეთ, რომ ცილა არა მარტო ხორცში, არამედ მცენარეულ საკვებშიც არის - მაგალითად, თხილსა და პარკოსნებში. ამავე დროს, არ არის რეკომენდებული ხორცის მთლიანად ჩანაცვლება. რომელი ხორცია ყველაზე ჯანსაღი?თუ მომზადების მეთოდზე ვსაუბრობთ, ყველაზე ჯანსაღი ხორცი არის მოხარშული, გამომცხვარი, ორთქლზე მოხარშული, მაგრამ არა შემწვარი. თუ მოგწონთ ხორცი ქერქით, მოხარშეთ გრილზე, ეს მეთოდი გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე შემწვარი.რაც შეეხება ჰორმონებს და ანტიბიოტიკებს, მცირე ხრიკები მათ მოშორებაში გვეხმარება. მაგალითად, ხორცი მოხარშვამდე უნდა გააჩეროთ ერთი საათით და გადაწუროთ პირველი ბულიონი.

საფრანგეთის მთავრობა უჩივის ლიცეუმის მოსწავლეს

მსოფლიო 1711645343

საფრანგეთის მთავრობა უჩივის ლიცეუმის მოსწავლეს, რომელმაც მოიტყუა, რომ დირექტორმა დაარტყა

საფრანგეთის მთავრობა უჩივის ლიცეუმის მოსწავლეს, რომელმაც მოიტყუა, რომ დირექტორმა მას ხელი დაარტყა. როგორც „ბიბისი“ წერს, საქმე ეხება მუსლიმ მოსწავლე გოგონას, რომელსაც დირექტორმა კანონის დაცვით მოსთხოვა თავსაბურავი მოეხსნა. ინციდენტის შემდეგ მოწაფემ დირექტორს უჩივლა, რამაც მედიის ყურადღება მიიქცია და დირექტორმა სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილები მიღება დაიწყო, რის გამოც მან თანამდებობის დროზე ადრე დატოვება გადაწყვიტა.ამ კონფლიქტს და ლიცეუმის დირექტორის პენსიაზე დროზე ადრე გასვლას საფრანგეთში დიდი რეზონანსი მოჰყვა. 27 მარტს საფრანგეთის პროკურატურამ ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ გოგონამ დირექტორის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა. მანამდე პროკურატურამ დააკავა ორი ადამიანი, რომლებიც დირექტორს ემუქრებოდნენ.მომხდარის შემდეგ საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მოსწავლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.„სახელმწიფო ყოველთვის იქნება იმ მოხელეების გვერდით, ვინც სეკულარიზმის პრინციპის დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზეა და უპირისპირდება ისლამისტების მცდელობებს, შეაღწიონ ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებაში“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა.საფრანგეთის სკოლებში 2004 წლიდან აკრძალულია რელიგიური სიმბოლოების ტარება და ტრადიციული ტანსაცმლის ჩაცმა.