შარშან უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი იყო საქართველოსთვის - მამუკა ბახტაძე

18:36 06-20-2018
51

 

უცხოური ინვესტიციები შარშან  ისტორიული მაქსიმუმი  იყო საქართველოსთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და საქართველოს ყველა მოქალაქე ამით კმაყოფილი უნდა იყოს,- ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, შარშან იყო ისტორიული მაქსიმუმი საქართველოსთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და საქართველოს ყველა მოქალაქე ამით კმაყოფილი უნდა იყოს. რაც შეეხება პირველ კვარტალს, აქ მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი. პირველი – „ბი პის“ ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში დასასრულს მიუახლოვდა და მეორე – ადგილობრივმა რეზიდენტმა კომპანიამ იყიდა არარეზიდენტი კომპანია. ეს იყო ძალიან მსხვილი ტრანზაქცია, კომერციულ დეტალებში არ შევალ, ალბათ ყველამ იცის ამ ტრანზაქციის შესახებ”, – განაცხდა მამუკა ბახტაძე.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი