ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713875159

ეს კანონი არა თუ საფრთხეს შეუქმნის, პირიქით, ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე - ირაკლი კობახიძე

ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ იქნება რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და უფრო მეტიც - ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობაზე, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, დემოკრატიული პროცესი ითვალისწინებს იმას, რომ კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში, ქვეყნის შიგნით.„ჯოსეფ ბორელი მათ შორის, და არა მხოლოდ დიპლომატი, არამედ ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი როდესაც აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რომელსაც იღებს პარლამენტი, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. ანუ დღეს ჯოზეფ ბორელი არის ჩართული იმ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს. კანონია განსახილველი და დემოკრატიული პროცესი რას ითვალისწინებს - კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, მათ შორის, თუნდაც პარტნიორი და მეგობარი. ეს რა თქმა უნდა, ჩარევაა.დემოკრატიული პროცესი ასე წარიმართება, ასეა ყველა ქვეყანაში - არის პარლამენტი, უმრავლესობა და ოპოზიცია. როდესაც დისკუსია წარიმართება კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი და ასე იმართება დემოკრატიული დისკუსიები. ამ შემთხვევაში ხდება რა, ოპოზიცია ვერ ამტკიცებს რომ კანონი არის ცუდი, ჩვენ საბოლოო ჯამში ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ,“- აღნიშნა პრემიერმა.მისივე განცხადებით, უცხოური გავლენის გატარება არ არის აპრიორი უარყოფითი მოვლენა.„მაგალითად, კობი-ქვეშეთის საავტომობილო გვირაბის პროექტისთვის ჩვენ ავიღეთ სესხი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უცხოური ძალა, კონკრეტული ორგანიზაცია იყო ჩართული კონკრეტული ინტერესის გატარებაში და ეს უცხოური ინტერესი იყო ის, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ, შესაბამისად, უცხოური გავლენის გატარება არ არის აპრიორი უარყოფითი მოვლენა, პირიქით. საქართველოს ხელისუფლება არის გერმანიისთვის და ამერიკისთვის უცხოური ძალა. ასევე ნებისმიერი უცხო ქვეყანა საქართველოსთვის არის უცხოური ძალა, ეს ფაქტის კონსტანტაციაა. ინტერესებიც არის ფაქტის კონსტანტაცია, ფულს მიყვება ინტერესები, ესეც ფაქტის კონსტანტაციაა და ინტერესების გატარებაც, როცა ფულს იღებ და უზრუნველყოფ შესაბამისი პროექტის განხორციელებას, ესეც ფაქტის კონსტანტაციაა. ანუ აქ ბრენდირებასაც კი არ აქვს ადგილი, შესაბამისად აქ საერთოდ არგუმენტი არ არსებობს. უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია, ანუ ეს არ არის არგუმენტი.ეს კანონი არა თუ საფრთხეს შეუქმნის, პირიქით, ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე. ბევრ რამეს ამბობდნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით ვერ მივიღებდით ვერაფერს ევროკავშირისგან. 27 ელჩის დემარში იყო, წითელი ხაზიაო ასე თქვეს, 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრა, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი ევროკავშირთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იყო ტყუილი მესიჯი, რომ თითქოსდა ვკლავდით სააკაშვილს. აქაც ხდება იგივე, ტყუილია, რომ ვითომ ეს კანონი არ ვარგა და არ უნდა მივიღოთ. მაშინ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და გავხდით კანდიდატი ქვეყანა, ახლაც მივიღებთ ამ კანონს და წავიწევთ წინ ევროკავშირის მიმართულებით, გაიხსნება მოლაპარაკებები. მთელი ევროპა დარაზმული იყო სააკაშვილის გასათავისუფლებლად, იმიტომ რომ დარაზმული იყო უცხო გავლენები ევროკავშირზე, მაგრამ ჩვენ გავიტანეთ ჩვენი ბოლომდე, სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ტყუილი, არ კვდებოდა, სიმულირებდა და შესაბამისად, რასაც გვეუბნებოდნენ ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, ეს აღმოჩნდა ტყუილი. არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. აქაც კანონზე რომ გვეუბნებიან, რომ არის ცუდი, ესეც არის ტყუილი, ჩვენ გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

წყვილის სევდიანი ამბავი

რჩევები 1713875040

თუ დაქორწინებული მამაკაცი შეგიყვარდათ - 9 მწარე ნამდვილი ფაქტი

თუ დაქორწინებული მამაკაცი შეგიყვარდათ - 9 მწარე ნამდვილი ფაქტი:1. თქვენი ურთიერთობა უკვე არასწორად დაიწყოის დაიწყო ტყუილის საფუძველზე, რაც ნამდვილად არ არის კარგის ნიშანი. არსებობს კი ქალი, რომელიც ამბობს: „მე მატყუარა ადამიანს ვეძებ“?დიახ, თქვენი საყვარელი მამაკაცი მატყუარაა!2. კარგი ქმარი ცოლს არ ღალატობსუფრო მეტიც - ის ცდილობს ქორწინებაში არსებული პრობლემების გამოსწორებას. მოღალატე ადამიანი ჯადოსნურად არ გადაიქცევა იმ ბიჭად, რომელიც კარგი ქმარი გახდება.მისი საქციელი - უწოდეთ მას ამორალური, ნარცისული ან ეგოისტური - მისი ნაწილია, იქნება ის დაქორწინებული, განქორწინებული თუ მარტოხელა.3. თქვენ ფანტაზიის სამყაროში ცხოვრობთთქვენ იღებთ მის საუკეთესო მხარეს - ერთად ყოველთვის აკეთებთ რაღაც მხიარულს, ახალს, რომანტიკულს ან სექსუალურს. სწორედ ასეთი გამოცდილებაა, მისი დანახვისას მოზღვავებული ენდორფინების მიზეზი.მაგრამ თქვენ ვერ ხედავთ სრულ სურათს და, შესაბამისად, მის შესახებ კონკრეტულ ცრუ წარმოდგენებს იქმნით.4. თქვენ არ იცით, როგორია ყოველდღიურ ცხოვრებაშითუ ეს ღალატი გამჟღავნდა, ის შესაძლოა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს. როგორც კი ეს მოხდება, ის არ იქნება ისეთივე მხიარული ან საინტერესო. მას შესაძლოა სქესობრივი კავშირიც კი გაუჭირდეს.როდესაც საბოლოოდ დაინახავთ მის ნამდვილ სახეს, ნაკლოვანებებსა და მავნე ჩვევებს, შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ ის არ მოგწონთ...5. მისმა ოჯახმა, შვილებმა და მეგობრებმა შეიძლება არ არასოდეს მიგიღონთქვენ იქნებით ის, ვინც ეს ლამაზი ოჯახი დაანგრია. ამიტომ, აღიარების მოპოვებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება...6. თუ შვილები ჰყავთ, მაშინ ყოფილი ცოლი ყოველთვის დარჩება თქვენს ცხოვრებაშითუ ქმრის ღალატი და განქორწინება მისთვის შოკი აღმოჩნდება, თქვენ მისი ბრაზის სამიზნე გახდებით.რაც სრულიად ბუნებრივია - ის სასოწარკვეთას განიცდის, მისი სამყარო დაინგრა და შედეგად, მთელი ბრაზი, პირდაპირ თუ ირიბად, თქვენკენ იქნება მომართული.7. თქვენ მას სრულად ვერასოდეს ენდობითმან უკვე უღალატა საყვარელ ქალს... ეს მისი ხასიათის ნაწილია...8. თქვენ სამუდამოდ გახდებით „სხვა ქალი“

ქარსელაძე

საზოგადოება 1713874591

ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან - ქარსელაძე

ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს-დაუღალავი შრომისა და დიდი ძალისხმევის შედეგს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გზა არცერთი დღით აღარ ჩაიკეტება და ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი ფიზიკური კავშირი ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის. ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან და მაცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის დასრულების შემდეგ განაცხადა.მან აღნიშნა, რომ პროექტი, ასევე უმნიშვნელოვანესია საინჟინრო თვალსაზრისით, სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადებული გვირაბის საბურღი დანადგარით- TBM-ით, კლდოვან ქანებში გამოიჭრა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გრძელი, 9 კილომეტრიანი და 15 მეტრის დიამეტრის სატრანსპორტო გვირაბი. ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე, 7 730 მ-ზეა გაჭრილი.მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტზე მომუშავე განვითარების პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს. ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას. საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც.ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1713874486

საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის რთული მომენტები, არც თუ წარმატებული პერიოდები. ხანდახან უსიამოვნებები ქვასავით აგორდება და უცებ, მოულოდნელად, თითქოს არსაიდან, ბედნიერება მოდის. ყველას აინტერესებს, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ასეთი ეტაპები. ასტროლოგი პაველ გლობა დარწმუნებულია, რომ წარმატების საიდუმლო ვარსკვლავების განლაგებაშია. ვიღაცას ასეთი განმარტება აბსურდულად მიაჩნია, ვიღაცას კი – დაუჯერებლად. მიუხედავად ამისა, კანონზომიერება დიდი ხანია, დადგენილია. ადამიანის ცხოვრება, ეტაპები და პერიოდები მჭიდროდ უკავშირდება ციური სხეულების განლაგებას და ეს ადამიანის ბედისწერას დაბადებიდანვე განსაზღვრავს.ვერძიდადებითი მოვლენები ბევრად მეტი იქნება, ვიდრე უარყოფითი. ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 15, 19, 30, 35, 40, 45, 57, 60, 66, 76.ამ ასაკში მომხდარი მოვლენები შეიძლება ყველაზე კარგი არ იყოს, მაგრამ ისინი აუცილებლად იქნება საბედისწერო. პერიოდი, რომელიც დადგება 40 წლის მერე, ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს მოგიტანთ!კუროცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 21, 24, 30, 33, 39, 51, 60 და 64. დაბადებიდან 30 წლამდე პერიოდს ბედნიერი უწოდო, რთულია, მაგრამ 30-ის მერე ნამდვილი ბედნიერების წლები მოდის.ტყუპიცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 10, 20, 30, 40, 50, 64, 70, 80.ტანჯვისა და უსიამოვნებებისგან უხილავი ძალა გიცავთ. სწორედ ამიტომ რთული პერიოდები არ გქონიათ და არც გექნებათ. თქვენი ცხოვრება მშვიდი და ზომიერი იქნება.კირჩხიბიცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 60, 75. ცხოვრებისადმი აღფრთოვანებული დამოკიდებულება რომანტიკულ ტალღაზე 30 წლამდე გამყოფებთ. შემდეგ თქვენი ემოციურობა რამდენადმე დაიკლებს. ყველაფერი არ მოგეწონებათ, რასაც ცხოვრება გიმზადებთ.ლომიცხოვრებაში მნიშვნელოვანი ასაკია:19, 36, 40, 57, 60, 76.უკვდავი ოპტიმიზმი და საკუთარი ძალების რწმენა ლომებს როგორც კარგი, ისე ცუდი პერიოდების ღირსეულად გადატანაში დაეხმარება. ნახეთ სრულად

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1713874126

თუკი ფონდი "ქართუ" ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, მავნებლობო, ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან - ლევან ნიკოლეიშვილი

„რა წარმოდგენა აქვთ, ფეხბურთელებზე, ზოგადად ხალხზე ხომ ფაქტია. ე.ი. თუ კი ფონდი "ქართუ" ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, ძვირფასო მავნებლობო,  ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან და სანაცვლოდ სთხოვენ უფრო კარგად ითამაშონ“,-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოხმაურებების შესახებ.„რა წარმოდგენა აქვთ, ფეხბურთელებზე, ზოგადად ხალხზე ხომ ფაქტია. ე.ი. თუ კი ფონდი "ქართუ" ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, ძვირფასო მავნებლობო,  ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან და სანაცვლოდ სთხოვენ უფრო კარგად ითამაშონ,  უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ-ქვეყანაც ასახელონ და გულშემატკივარიც გაახარონ. ახლა კი  დავფიქრდეთ თავად რადიკალ-მავნებლები რა თანხის სანაცლოდ იყიდებიან,  საქართველოს მოქალაქეობას კი რის საფუსურად ტოვებენ?!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.