ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

avaria

შემთხვევა 1713287775

კახეთში ავარიას და-ძმა ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში. დაღუპულია და-ძმა. შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ მაგისტრალზე, შირაქის ველთან მოხდა.ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ტრაქტორის მისაბმელი დაეჯახა, რომელიც მას მკვეთრ მოსახვევში შესვლისას მოწყდა.შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი ავტომობილის ორი მგზავრი, 35 და 37 წლის და-ძმა.მესამე მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.გამოძიება მომხდარ ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6- ე ნაწილით დაიწყო.სხვა სიახლეები:პირველი ცოლი დუმილს არღვევს - ყოფილი ჩინოვნიკის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 31 წლის ქალის საქმეშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსრა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

დუბაი

მსოფლიო 1713287762

ძლიერმა წვიმამ დუბაი ვენეციად აქცია - წყალდიდობამ ქალაქი მოიცვა

ძლიერი წვიმის შემდეგ დუბაის აეროპორტი დაიტბორა. ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები აქვეყნებენ კადრებს, თუ როგორ კვეთენ თვითმფრინავები წყალს საჰაერო ნავსადგურში და ასევე აზიარებენ ვიდეოებს წყალდიდობაში მოხვედრილი მეტროპოლიიდან.განვითარებულმა სტიქიამ აეროპორტის განრიგში საკუთარი ცვლილებები შეიტანა. ბევრი რეისი უკვე გაუქმებულია, ზოგიერთი კი გადაიდო. პარალელურად, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა გადაკეტეს რამდენიმე გზა აბუ-დაბიში, დუბაიში, შარჯასა და რას ალ-ხაიმაში. RTA ასევე იტყობინება, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და დუბაის სადგურებს შორის მეტროში შეფერხებებია არასტაბილური ამინდის პირობების გამო.

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1713286782

„წარმატების მეტი შანსი გექნებათ“ - იღბლიანი დღეები აპრილში

ასტროლოგების თქმით, აპრილის შუა რიცხვებიდან ყველაზე პროდუქტიული პერიოდი იწყება, როდესაც თითოეული ადამიანი საკუთარი შრომის შედეგს სრულად დაინახავს და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას იპოვის.როგორც ასტროლოგები ამბობენ, 15-დან 23 აპრილამდე განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც ადამიანები მომატებულ მოტივაციასა და ენერგიას იგრძნობენ. ამ პერიოდში ნახავთ, რომ ყველაფერი იმაზე მარტივად და კარგად გამოგდით, ვიდრე ადრე. გარდა ამისა, თუკი რაიმეს წამოწყებას, შესწავლას გადაწყვეტთ, წარმატების გაცილებით დიდი შანსი გაქვთ. ამავე პერიოდში, გექნებათ შანსი, რომ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, სასარგებლო კონტაქტები დააგროვოთ და სამომავლო გეგმებზე ისაუბროთ. ასევე, ინტუიცია განსაკუთრებით გამახვილებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტუიციურად ზუსტად მიხვდებით, რომელი საქმე, პროექტია თქვენთვის სასარგებლო და რაზე უნდა თქვათ უარი.ასევე ნახეთ:VIDEO: „შოკში ვარ“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“ სალომესა და ქრისტის შორისVIDEO: ნივთმტკიცებულებების გახსნა დაიწყო - რა იპოვეს სასტიკად მოკლული 31 წლის ქალის ჩანთაშიყველაზე ცუდი შეყვარებულები ზოდიაქოს ნიშნებს შორის

გვენეტაძე

პოლიტიკა 1713285702

ედიშერ გვენეტაძე დევი ჭანკოტაძეზე: კრემლისაგან მხარდაჭერილ ამფსონებთან ერთად, 1990-იან წლებში რუსების მიერ გადაცემული ზარბაზნები და ჭურვები დაუშინა ეროვნულ ხელისუფლებას, იგივე მზაკვრობისათვის ემზადებიან და ამას თავისივე პირით აღიარებენ

 ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დევი ჭანკოტაძის განცხადებას აფასებს, რომლის თანახმად, “ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება.”როგორც გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს, ჭანკოტაძემ, ერთხელ უკვე დაუშინა ეროვნულ ხელისუფლებას რუსების მიერ გადაცემული ჭურვები და ოპოზიცია ახლაც იმავეს აპირებს. “ამ გენერალმა თავის კრემლისაგან მხარდაჭერილ ამფსონებთან ერთხელ 1990-იან წლებში რუსების მიერ გადაცემული ზარბაზნები და ჭურვები დაუშინა ეროვნულ ხელისუფლებას! დაანგრია პარლამენტის შენობა! გადაწვა, გადაბუგა რუსთაველი, რის შემდეგ ქვეყანაში სრულმა სიბნელემ და უმეცრებამ დაისადგურა! დაიკარგა ტერიტორიები! ახლაც იგივე მზაკვრობისათვის ემზადებიან - ნახეთ ყოველივე ამას თავისივე პირით აღიარებენ!” - წერს ედიშერ გვენეტაძე.

tamta megrelishvili

პოლიტიკა 1713285203

თამთა მეგრელიშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დევი ჭანკოტაძეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან, მან ოპოზიციის გეგმა გასცა - არის ინფორმაცია, რომ იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთის სიკვდილი

 ესეც წამოცდენათა სერიიდან არის! "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დევი ჭანკოტაძეს დღეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან ამ კაცმა ოპოზიციის გეგმა ღიად გასცა, - ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დევი ჭანკოტაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება.”მეგრელიშვილის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ იგეგმება ერთ-ერთი ახალგაზრდის სიკვდილი, რათა მოქმედი ხელიაუფლება “ააყირაონ”. ის ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, გაფრთხილდნენ, ვინაიდან ოპოზიციისთვის მხოლოდ სატყუარას წარმოადგენენ. “ესეც წამოცდენათა სერიიდან არის! "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დევი ჭანკოტაძეს დღეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან ამ კაცმა ოპოზიციის გეგმა ღიად გასცა. არის ინფორმაცია, რომ იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ახალგაზრდის სიკვდილი, რადგან ანტისახელმწიფოებრივ ძალებს მიაჩნიათ, რომ ფატალური შედეგი მარტივად ააყირავებს მოქმედ ხელისუფლებას. შესაბამისი სამსახურები დარწმუნებული ვარ ყველა ზომას მიიღებენ, მაგრამ ახალგაზრდებო, უშინაარსო პროტესტს აყოლილო ადამიანებო, გაფრთხილდით, თქვენ ოპოზიციისთვის მხოლოდ პოლიტიკურ ანკესზე წამოგებული უმნიავნელო სატყუარა ხართ.” - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.