ჟურნალისტისა და "რუსთავი 2"-ის ოპერატორის სიყვარულის ისტორია - EXCLUSIVE

13:55 06-18-2018
7106

"პრაიმტაიმის" რუბრიკის "ყველაზე ორიგინალური ქორწილის" დღის სტუმარია 22 წლის ქეთი ქართველიშვილი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი და 24 წლის გიორგი კოხოძე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოპერატორი. 

ერთმანეთს უკვე დიდი ხანია იცნობენ, ერთ სკოლაში სწავლობდნენ. ბევრი ლამაზი და სახალისო მომენტები ჰქონდათ. ბავშვურ სიყვარული მათთან ერთად იზრდებოდა და დღესაც, ყოველდღიურად იზრდება. 

ნიშნობა 2017 წლის 31 დეკემბერს ჰქონდათ და ახალი წელი ახალი ფურცლით დაიწყეს. ქორწილი უფროსების დაჟინებით გადაიხადეს და ამ გადაწყვეტილებას არ ნანობენ, რადგან ყველაფერმა განსაკუთრებულად ჩაიარა. 

ქეთი მომავალ პატარძლებს ურჩევს, რომ ქორწილის დღეს მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ და უარი არ თქვან, ამ ლამაზ წუთებზე. 

ფოტოები: Gika studio

ავტორი: თეონა აბესაძე