თურქეთში მაიკლ ჯექსონის ლაივკონცერტს აანონსებენ - „შარშან მეც ვიყავი მის კონცერტზე“ - exclusive

12:23 06-18-2018
500

არ დაიჯერებთ, არც მე მჯეროდა, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე. თურქეთში, კერძოდ, - ანტალიაში ყოველ 200 მეტრში ბანერებზე მაიკლ ჯექსონის კონცერტია დაანონსებული. აფიშაზე გარკვევით წერია, რომ 31 ივლისს william hall - ში მაიკლ ჯექსონის კონცერტი გაიმართება. თან მითითებულია, რომ ეს იქნება ლაივკონცერტი ბენდთან ერთად. 

ამის დანახვისას თავიდან გამიჩნდა აზრი, რომ კონცერტის ორგანიზატორმა ჯერ არ იცის ჯექსონი რომ აღარ ჰყავს მსოფლიოს და ფიქრობს რომ წინ ორი თვეა, ამასობაში გადარეკავს და დაითანხმებს პოპ ვარსკვლავს. სავარაუდოდ იგივეს ფიქრობენ ტურისტებიც.

მოგვიანებით გავარკვიე, რომ თურქებს ჰყავთ თურქი მომღერალი და მოცეკვავე ბიჭი, რომელიც ჯექსონის სახელით ატარებს კონცერტებს.

„შარშან მეც ვიყავი მის კონცერტზე, ქემერში, კლუბში „აურა“. ბიჭს ქუდი აფარია და სახე იმდენად არ უჩანს, ჯექსონივით კი ცეკვავს“ - მითხრა ერთ-ერთმა ქართველმა ტურისტმა. 

ეს ის შემთხვევაა, როცა არ იცი რა უნდა თქვა. ერთის თქმა კი შემიძლია, მაიკლის მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ, მეგობრებო. 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი