პრემიერის შემცვლელზე საუბარი უახლოეს დღეებში მოგვიწევს - მამუკა მდინარაძე გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებაზე

19:44 06-13-2018
36

უმრავლესობის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურაზე ჯერ გუნდში არ უმსჯელიათ, თუმცა ამ ამ საკითხის განხილვა უახლოეს დღეებში მოუწევთ:

"პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება,ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. ამას გუნდური გადაწყვეტილება სჭირდება. გუნდში ამ საკითხზე ჯერ არ გვიმსჯელია. კანონით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე უმრავლესობა იმსჯელებს, რომელსაც პრეზიდენტს წარუდგენს. ამის შემდეგ პრეზიდენტი წარადგენს დასამტკიცებლად. პრემიერის შემცვლელზე საუბარი უახლოეს დღეებში მოგვიწევს.

გუნდის პოზიცია იყო, რომ საჭიროა ახალი ენერგია, განახლება, ახალ გამოწვევებს ადეკვატური პასუხი სჭირდება.

პოზიტიური მომენტებიც იყო, მათ შორის კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მაგრამ გუნდმა ჩათვალა და პრემიერმაც ეს თქვა, რომ მეტი განვითარებით გუნდის უმრავლესობა მხარს სწრაფ ტემპებს უჭერდა" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით მდინარაძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა. საგანგებო ბრიფინგი მთავრობის კანცელარიაში დაახლოებით ერთი საათის წინ გაიმართა.

ავტორი: ნინო რაზმაძე