ქუთაისში დღეს საპარალამენტო უმრავლესობის სხდომის გამართვა იგეგმება

19:41 06-13-2018
18

 

ქუთაისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge წერს.

უმრავლესობის სხდომის ჩატარება სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას უკავშირდება. კვირიკაშვილმა პრემიერის თანამდებობა დღეს დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომით, უფლებამოსილება უწყდება ყველა მინისტრს.

ავტორი: თათია ცუკოშვილი