გიორგი კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო - ზვიად ძიძიგური

19:30 06-13-2018
54

 

​ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა გუნდში კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.

„ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო სწრაფი განვითარება ეკონომიკის, უფრო სწრაფად სიღარიბის დაძლევის პროგრამის განხორციელება. 4 წლის წინ არ გვქონდა ჩვენ ასეთი ეკონომიკური ზრდა, ახლა უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი