პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა ხელახლა უნდა დაამტკიცოს

18:57 06-13-2018
77

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში ავტომატურად უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდება და ისინი მინისტრის მოავალეობის შემსრულებლები გახდებიან.

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა უნდა დაასახელოს.

კანდიდატის შესარჩევად უმრავლესობას 7 დღის ვადა აქვს. 

ამის შემდეგ 7 დღის ვადაში კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა შეარჩიოს მინისტრობის კანდიდატები და სამთავრობო პროგრამა. 

შემდეგ უკვე პრეზიედენტი პრემიერობის ახალ კანდიდატურასა და კაბინეტის შემადგენლობას პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. 

თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილი, ან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. 

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი სამჯერ ვერ დაამტკიცებს ახალი მთავრობის შემადგენლობას, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.