გიორგი კვირიკაშვილს, სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე შეცვლის

18:50 06-13-2018
1292

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შეცვლის.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებგად შს მინისტრი გიორგი გახარია და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც სახელდებიან. 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე წუთის წინ მთავრობის კანცელარიაში, საგანგებო ბრიფიგზე გააკეთა.

მამუკა ბახტაძე აქართველოს ფინანსთა მინისტრი 2017 წლის 13 ნოემბრიდანაა. მინისტრად დანიშვნამდე იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე. 2010 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. მამუკა ბახტაძე აგრეთვე „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელია.