გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

18:49 06-13-2018
353

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, თვლის, რომ პარტიის თავმჯდომარეს ახალი გუნდის დაკომპლექტების საშუალება უნდა ჰქონდეს. 

"ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. ჯერ კიდევ 2012 წლის შემდეგ პერიოდში არასოდეს არ მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექსტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 30 დეკემბრიდან არის. მანამდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2012-2015 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015 წელს. 2013 წლის ივლისიდან — 2015 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე