ჯასტინ ტერუმ და ჯენიფერ ენისტონმა "საყვარელი არსებები" ვერ გაიყვეს - მსახიობმა ოჯახის ახალი ბინადარი აიყვანა

16:45 06-13-2018
291

მსახიობმა, ჯასტინ ტერუმ, ოჯახის ახალი ბინადარი გაიჩინა - პიტბული, სახელად კუმუ.

მან, "ინსტაგრამზე" იმ პირების, ვიც კუმუს აყვანში დაეხმარა და მისი ახალი ბინადარის, პირველი ფოტო გამოაქვეყნა.  

"რამდენიმე კვირის განმავლობაში ვეძებდით, პიროვნებას, ვინც ამ პიტბულს აიყვანდა, მაგრამ არჩევანი ჯასტინზე გავაკეთეთ. ეს, სწორედ ის ადამიანია, ვინც მის აღზრდას და პატრობას შეძლებს - ნიჭიერი მსახიობი და ამავე დროს ცხოველთა სამყაროს დიდი მოყვარული" - წერს სოციალურ ქსელში "Chance of Bloom"-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი. 

ჯასტინი კი, არ დაკმაყოფილდა, ერთი ფოტოს გამოქვეყნებით და ტეხასის აეროპორტში გადაღებული, პიტბულთან შეხვედრის კადრებიც კი, გამოაქვეყნა. 

"მადლობას ვუხდი მათ ყველას, ვინც კუმუს, ცხოვრება დაუბრუნა. ასევე მათ, ვინც მე ამ რთული გადაწყვეტილებისკენ მიბიძგა - ამეყვანა ახალი ბინადარი. ასევე მფრინავებს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ყველა ჯიშის ძაღლს შეუძლია, ფრენა. ასევე, ვინც იზრუნა და ყურადრება გამოიჩინა, ამ საქმეში. თუ თქვენ, სურვილი გაქვთ, გყავდეთ ძაღლი ან კატა, გთხოვთ, მიმართოთ ცხოველთა თავშესაფარს. მათ ყველას უნდა საკუთარი სახლი და პატრონი" - წერს ტერუ. 

შეგახსენებთ, რომ იმ ოთხი ძაღლის ბედი, რომელიც ჯასტინის და ჯენიფერის საერთო საკუთრებაა, ამ ეტაპზე გაურკვეველია. ყოფილი წყვილი, ამ დრომდე, ვერ იყოფენ "საყვარელ არსებებს" - ბულდოგის, ორ პიტბულის და ბულტერიერის ჯიშის ძაღლებს. 

იხ. ფოტოკოლაჟი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე