არიანა გრანდემ ძვირფასი საქორწინო ბეჭედი გამოაჩინა - სიურპრიზი რომელსაც იუველირი საიდუმლოდ ინახავდა

15:01 06-13-2018
437

მომღერალი არიანა გრანდე და პიტ დევიდსონი, რამდენიმე დღის წინ,  ყველასათვის მოულოდნელად, დაინიშნენ. 24 წლის მომღერალი და მისი რჩეული, წყვილის სტატუსით, სულ რამდენიმე კვირის წინ წარსდგნენ საზოგადოების წინაშე, ნიშნობის შესახებ კი, არიანამ და პიტმა, რობერტ პატინსონის დაბადების დღეზე განაცხადეს.

არიანა და   "Saturday Night Live"-ის წამყვანი, პიტ დევიდსონი, ერთმანეთს მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ. დღეს კი, სოციალურ ქსელებში, გავრცელდა ფოტო, სადაც გრანდეს, ნიშნობის ბეჭედი უბრწყინავს - ეს, სწორედ ის ბეჭედია, რომელიც მომღერალს, ლოს ანჯელესში,  2 ივნისს გამართულ "iHeartRadio"-ს კონცერტზე ეკეთა, რომელიც, როგორც ჩანს, საზოგადოებამ, ვერ შეამჩნია. 

საინფორმაციო წყარო  "Daily Mail"-ის ინფორმაციით, დევიდსონმა, ერთ-ერთ იუველირს, გრეგორ იუნოის, ნიშნობის ბეჭედი, ჯერ კიდევ მაისის თვის ბოლოს შეუკვეთა და ამასთან ერთად სთხოვა, ეს ინფორმაცია,  საიდუმლოდ შეენახა.  პლატინის ბეჭედი - 4,4 კარატიანია. 

არიანა, სწორედ მაისის თვეში, დაშორდა რეპერს, მაკ მილერს, რომელთანაც ორ წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.  რამდენიმე დღეში, პიტი გაიცნო და  ორი კვირის შემდეგ, მოულოდნელად განაცხადეს, რომ ახლო მომავალში, ნიშნობა  აქვთ დაგეგმილი. 

გაცნობიდან, ზუსტად  ორ კვირაში სთხოვა ხელი პიტმა, მომღერალს. რომელსაც არიანა სიხარულით დათანხმდა. რამდენიმე დღის წინ კი,  წყვილის ნიშნობა შედგა.. როგორც მათი მეგობრები ადასტურებენ, ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ. 

შეგახსენებთ, რომ ახალი ურთიერთობის დაწყებამდე, არიანა, ორი წლის განმავლობაში, მაკ მილერს ხვდებოდა, რომელთან დაშორების შემდეგ, რამდენიმე დღეში, გრანდემ, ახალი ურთიერთობა დაიწყო.

იხ. ფოტოები:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე