კახა კალაძე ძლიერი წვიმის გამო შექმნილ პრობლემებს ადგილზე გაეცნო

11:19 06-12-2018
63

დედაქალაქის მერი კახა კალაძე უნივერსიტეტის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა.

როგორც თბილისის მერის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრობლემები იყო გლდანში, ახმეტელის მეტროსთან, სადაც მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვა.

მობილიზებული იყო მერიის ყველა სამსახური და სამაშველო სამსახური, პატრული.