კახეთში ქერის მოსავლის აღების სამუშაოები დაიწყო

18:14 06-10-2018
36

კახეთის რეგიონში, ქერის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის.

ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.

ფერმერების განცხადებით,  ქერის მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე საშუალოდ 4 ტონამდე მერყეობს.

სამუშაოები აქტიურად გრძელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ „ერის იმედის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც შპს „მექანიზატორის“ 5-მა ერთეულმა კომბაინმა 400 ჰექტარზე დათესილი ქერის მოსავალი უკვე აიღო.

მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორის“ 87 ერთეული კომბაინია მობილიზებული,  საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე პროცესში.

გარდა მოსავლის აღებისა, შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.

ავტორი: ნინო რაზმაძე