გომბორის უღელტეხილზე ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

13:28 06-09-2018
668

გომბორის უღელტეხილზე დღეს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული პირები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "პრაიმტაიმს" სამედიცინო კორპორაცია ევექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ნიორაძემ განუცხადა დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ამ დროისთვის მათ გამოკვლევები უტარდებათ. 

შეგახსენებთ, რომ გომბორის უღელტეხილზე დღეს სამარშრუტო ტაქსი ხევში გადავრდა, შემთხვევის შედეგად დაშავდა 10-ამდე ადამინი და დაიღუპა 4, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. მომზდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშიდე ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: თეონა აბესაძე