ზაზა სარალიძე: "ვიცი განწირული ვარ... მე ყველა პარტია მ...........ა მმართველიც და ყოფილიც"

13:18 06-09-2018
6785

მე ვიცი განწირული ვარ და შეგუებული ვარ ამ აზრს რაზედაც თქვენ მაფრთხილებთ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაძე მოკლული დავით სარალიძეის მამა წერს.

"დიდი მადლობა დარიგებისათვის.

მე ვიცი განწირული ვარ და შეგუებული ვარ ამ აზრს რაზედაც თქვენ მაფრთხილებთ.

ეხლა რაც შეეხება პარტიებს.
მე ვთხოვე საქართველოს დახმარება და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას.

ძალიან მოხარული ვიქნები თუ მმართველი გუნდიდან გამოვა და დამიდგება გვერდით აქციაზე და ჩემთან,მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ყველა შვილმოკლულ მშობელთან ერთად იბრძოლებენ სამართლიანობის აღსადგენად.

და ბოლოს

თუ ვინმე ცდილობს ჩემი შვილის საქმე სათავისოდ გამოიყენოს რატო აძლევთ თქვენ ქართველები მაგის უფლებას?

ექვსი თვე დაჩოქილი ვიხვეწებოდი სამართლის აღგდგენას.

სად იყო მმართველი გუნდი როდესაც სახეში მაფურთხებდა პრიკურატურა.

სად იყო გახარია როდესაც ვეხვეწე შემხვდითქო და ფეხებზე დამიკიდა.

სად იყავით თქვენ პირადად ეხლა რო ჭკუას მარიგებთ?

მე ყველა პარტია მ...........ა მმართველიც დ ყოფილიც.

და როდესაც მიხვდებით რას ნიშნავს შვილს როცა სადისტურად გიკლავენ და მერე მის სულში აფურთხებენ მაშინ ვისაუბროთ დანარჩენზე" - წერს ზაზა სარალიძე.