ზაზა სარალიძისა და სერგი კაპანაძის შეხვედრა დაიწყო "კომისიას ვენდობი"

11:48 06-08-2018
180

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე, პარლამენტში მისი ოჯახის ინტერესების დამცველ, ნესტან ლონდარიძესთან ერთად მივიდა.

ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელ სერგი კაპანაძეს ხვდება. შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან ელენე ხოშტარია და ოთარ კახიძე.

ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის შექმნილ კომისიას ენდობა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატს, ეკა ბესელიას არა.

„იმედი მაქვს, კომისია გამოააშკარავებს ყველა იმ პირს, ვინც ეს საქმე შეკერა და გააყალბა“,  – განაცხადა სარალიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ის კომისიას ყველა სახის ინფორმაციას მიაწვდის.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისია 17 წევრისგან შედგება, სადაც ცხრა წარმომადგენელი „ევროპული საქართველოდანაა“, ექვსი – „ქართული ოცნებიდან“, ერთი  – „პატრიოტთა ალიანსიდან“. ასევე, კომისიაში წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალურმა მოძრაობამ” კი, კომისიაში გაწევრიანებაზე უარი თქვა.