ზუგდიდში 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

22:08 06-07-2018
2333

უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. 12 წლის მოზარდმა  ფეხბურთის თამაშისას გონება დაკარგა.

ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.  საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ აღნიშნა, რომ მოზარდი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში იქნა შემოყვანილი.

"მოყვანილ იქნა ბავშვი, ასისტოლიით -გულის გაჩერებით, ტერმინალურ მდგომარეობაში.ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია სრული მოცულობით თუმცა რეანიმირება ვერ მოხერხდა", - აღნიშნა ორჟონიამ.

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ავტორი: მზეკო ჟვანია