ვალეში ავტოავარიის დროს 4 წლის ბავშვი დაიღუპა

19:56 06-07-2018
166

ვალეში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის გოგონა ემსხვერპლა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გოგონა მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს- მომხდარზე გამოძიება 276- მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.