ია ფარულავა ჟურნალისტებს ჩაცმულობას უწუნებს - „მურტალი სანახავი იყო...“

11:57 06-06-2018
4408

როგორც უკვე იცით, მცხეთაში სამეფო ჯვრისწერა გაიმართა. პრინცმა ხუან იოანე ბაგრატიონმა ქრისტინე ძიძიგურზე იქორწინა. ჯვრისწერას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ქართველი სელებრითებიც ესწრებდნენ. მათ შორის იყო ია ფარულავაც, რომელცამ ამ დღეს სპეციალური პოსტი მიუძღვნა და მედიის წარმომადგენლები ჩაცმის სტილის გამო გააკრიტიკა.

„ულამაზეს ქორწილში ვიყავი სადაც ვიხილე ულამაზესი წყვილი ქრისტინე და ხუანი... ნაღები საზოგადოება ევროპიდან და საქართველოდან და რა თქმა უნდა იყო ესპანური პრესა, სპეციალურად ჩამოსული ამ ქორწილის გასაშუქებლად. ულამაზესად ჩაცმული შესაფერისი პროტოკოლით და იყო ჩვენი პრესაც .....ჯინსებში, ბოტასებში, გახუნებულ მაისურებში ...მაგარი მურტალი სანახავი იყო. ვიღაცას უნდა ეთხოვა მათთვის ჩაცმის პროტოკოლი ალბათ?“- წერს ია სოციალურ ქსელში.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი