სკოლის მოსწავლეები წიგნის მოვლის კულტურას ეუფლებიან

11:44 06-06-2018
21

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ლაბორატორიის თანამშრომლებმა, კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, წიგნის რესტავრაცია-კონსერვაციისა და  აკინძვის მეთოდები შეასწავლეს. ოდნის გაზიარებასთან ერთად, „ხელნაწერი წიგნის შექმნაზე“ მათთვის ფილმის ჩვენებაგაიმართა. შეხვედრის ბოლოს, ხელნაწერთა ცენტრისაგან მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები  გადაეცათ, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე დაესწრნენ. 

ორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია  პროექტს `წიგნის მოვლის კულტურა~ ახორციელებს. პროექტი 2016 წელს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში წარმატებით ხორციელდება, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში. პროექტის მიზანია, ბავშვებს გამოუმუშავდეს წიგნის მოვლის უნარ-ჩვევები,  ჩამოუყალიბდეთ და აუმაღლდეთ წიგნთან სწორად მოპყრობის და მოვლის კულტურა.

პროექტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკებში დაცული წიგნების ფიზიკური მდგომარეობის შესწავლასა და მათი რეაბილიტაციის  პროგრამის შემუშავებასაც, რაც ახალგაზრდა თაობაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს რეგიონში არსებული სკოლების ბიბლიოთეკებში წიგნების  მდგომარეობას და ხელს უწყობს წიგნის რესტავრაციის პოპულარიზაციას.