საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა იოანე გაათავისუფლეს

20:36 06-05-2018
23

რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული  დირბის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი მამა იოანე გაათავისუფლეს. 

სასულიერო პირი ქართველ სამართალდამცველებს  ერგნეთის საგუშაგოზე გადმოსცეს. 

 

შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე დღეს დააკავეს.

 
ავტორი: თათია ცუკოშვილი