რუსმა სამხედროებმა ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით მამა იოანე დააკავეს

14:37 06-05-2018
50

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

როგორც "პრაიმტაიმს" სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მუშაობა.

დღეს დილით, რუსმა სამხედროებმა ასევე საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, ხურვალეთში მცხოვრები მწყემსი, თეიმურაზ დუდაშვილი დააკავეს.

ავტორი: ნინო რაზმაძე