რუსმა ოკუპანტებმა ე.წ საზღვრის უკანონო კვეთისთვის ერთი პირი დააკავეს

13:38 06-05-2018
25

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან ე.წ საზღვრის უკანონო კვეთისთვის ერთი პირი დააკავეს. როგორც "პრაიმტაიმს" სუს-ში განუცხადეს, ფაქტის გამო, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ხურვალეთში მცხოვრები მწყემსი, თეიმურაზ დუდაშვილია.

ავტორი: ნინო რაზმაძე