„ინტელექტის დღე 2018“ მთელი საქართველოს მასშტაბით!

19:22 06-01-2018
24

შაბათს, 2 ივნისს, 13:00-ზე საქართველოს 73 მუნიციპალურ ცენტრში (59 მუნიციპალიტეტი, 4 თვითმმართველი ქალაქი და თბილისის 10 რაიონი) ერთდროულად აიღებს სტარტს ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური შეჯიბრი - „ინტელექტის დღე-2018“.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ - „ინტელექტის დღე“ წელს უკვე მეექვსედ იმართება.

2 ივნისს პროექტის პირველი, მუნიციპალური ეტაპი გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით წინასწარ დარეგისტრირებული 1300-ზე მეტი სკოლა და 10 000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს. მუნიციპალურ რაუნდში გუნდები 30 შეკითხვას უპასუხებენ, გამარჯვებულები კი შემოდგომაზე თბილისში, სუპერფინალში გამოავლენენ საუკეთესოს. სუპერფინალში გუნდები 36 შეკითხვას უპასუხებენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებითა და დიპლომებით.

 

მუნიციპალური ეტაპის ცენტრალური მოედანი თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში იქნება, სადაც თამაშს გაუძღვება საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე.