მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა "Dior"-ის ჩვენება უკომენტაროდ დატოვა

15:32 05-30-2018
762

სუპერ-მოდელს, 20 წლის პერის ჯექსონს, რომელსაც, საოცრად ამსგავსებენ მადონას,  მსოფლიო მოდის სამყაროსთან, პრობლემები შეექმნა. 

რამდენიმე დღის წიმ, პარიზში, "Dior"-ის კოლექციის ჩვენება გაიმართა. ღონისძიება,  "Domaine de Chantilly"-ის ციხე-დარბაზში, წვიმაში, ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა. 

სტუმრების უკმაყოფილება, არა მარტო უამინდობამ, არამედ ჩვენების, 1 საათით გვიან დაწყებამაც გამოიწვია. 

როგორც ჩანს, პერისს, ამინდის გამო, უამრავი პრობლმა და დისკომფორტი შეექმნა, რაც მისი უკმაყოფილების და შოუდან წასვლის მიზეზი გახდა - ჩვენება გამოსვლიდან, ერთ წუთში დატოვა. რა გახდა შოუს დატოვების მიზეზი, აქამდე უცნობია.   

გამომცემლობა "New York Times"-ის ინფორმაციით, საზოგადოება, ამ ფაქტის გამო აღშფოთებულია:

"ყველაზე არასასიამნო, ის მომენტი იყო, როცა პერის ჯექსონმა, ჩვენება დატოვა, მართალია, მოდელი ღია ცის ქვეშ, წვიმაში, ფეხშიშველი პოზირებდა. მაგრამ აშკარაა, რომ სწორედ მაშინ დატოვა შოუ, როცა პირველი მოდელი წარსდგა პოდიუმზე". 

როგორც ჩანს, პერისს, ამ საქციელის გამო, ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში, მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი, პერის ჯექსონი, "Harper’s Bazaar"-ის ფოტოსესიაში გამოჩნდა. 20 წლის გოგონამ, პოპ-დედოფლის, მადონას იმიჯი მოირგო. ცნობილია, რომ მოდელი, მადონას შესახებ პროექტში, მთავარ როლზე მიიწვიეს. 

 იხ. ფოტოები;

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე