ანსამბლი ,,შავნაბადა“ საქართველოში საკონცერტო ტურნეს იწყებს

15:18 05-29-2018
154

ანსაბლი ,,შავნაბადა“ პროექტ “Check in Georgia”-ს ეგიდით დაგეგმილ ფესტივალში "ბაღია ჩვენი ქვეყანა" მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც ანსაბლი ,,შავნაბადა“ პირველ კონცერტს 9 ივნისს წალენჯიხაში ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრში გამართავს. ,,შავნაბადასთან” ერთად კონცერტებში რაიონში არსებული სალოტბარო სკოლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

,,ბაღია ჩვენი ქვეყანას“ ფარგლებში ,,შავნაბადა“ კონცერტს 6 რაიონში გამართავს: წალენჯიხა - 9 ივნისი, ლანჩხუთი - 21 ივლისი, ქობულეთი - 22 ივლისი, ბათუმი - 11 აგვისტო, დედოფლისწყარო - 14 სექტემბერი, გორი - 22 სექტემბერი.

ფესტივალი ხორციელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით.

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი