ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეცპედაგოგებს შესაძლოა პედაგოგის წოდება მიენიჭოთ

12:07 05-29-2018
30

 

 

ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეც პედაგოგებს, შესაძლოა პედაგოგის წოდება მიენიჭოთ,- ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

"უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტში შემოვა განათლების სამინისტროს ინიციატივა, რომელზეც ჩვენ ერთობლივად ვმუშაობდით, სპეცპედაგოგების პროფესიის რეგულირებასთან დაკავშირებით.

დღემდე, ხელმძღვანელებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ინკლუზიური განათლების პროგრამებში ბავშვების ჩართვას, არ ჰქონდათ პედაგოგის წოდება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. სწორედ ამ ცვლილებებზე უახლოეს პერიოდში გვექნება მსჯელობა და განხილვა.

მე დიდი იმედი მაქვს საშემოდგომო სესიას ახალი რეგულაციებით შევხვდებით, რომელიც ხელს შეუწყობს ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი