50%-იანი ფასდაკლება პლასტიკურ ქირურგიაზე – რა ჯდება ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციები კუზანოვის კლინიკაში - exclusive

11:33 05-28-2018
967

ვისაც გსურთ, ლამაზი ცხვირი გქონდეთ, მოდური ყვრიმალები, ლამაზი მკერდი, გათავისუფლდეთ ლიპოსაქციით ზედმეტი კილოგრამებისგან და მიიღოთ სხეულის თქვენთვის სასურველი ფორმები და ჯერ კიდევ არ მიგიმართავთ პლასტიკური ქირურგისთვის, არაჩვეულებრივი შანსი გაქვთ, მთელი ზაფხულის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ კუზანოვის კლინიკაში. თქვენ იქ გამოცდილი პლასტიკური ქირურგები: ზურა შანავა და მიხეილ მაჭავარიანი მოგემსახურებიან. ამასთანავე, ყოველ შაბათ-კვირა ამ ექიმებთან კონსულტაცია უფასოა. დღეს ორივე მათგანი „პრაიმტაიმის“ სტუმარია და თავად გიამბობენ დაწვრილებით ამ გრანდიოზულ ფასდაკლებაზე, წარმატებულ და მოდურ ოპერაციებზე. მათგან უცნაური მოთხოვნებით მოსულ მომხმარებლებზეც შეიტყობთ. 

მიხეილი:

– ეს არის აქცია, რომელიც 50%-იან ფასდაკლებას გულისხმობს ყველა იმ ოპერაციაზე, რაც ჩვენს კლინიკაში კეთდება. ამასთანავე, მე და ზურა შანავა უფასო კონსულტაციებს ვმართავთ ყოველ შაბათ-კვირას.

– დაახლოებით რა თანხის დაზოგვა უწევს მომხმარებელს, მაგალითისთვის რომ გვითხრათ...

– მაგალითად, ცხვირის ოპერაცია 5000 ლარამდე ჯდება. ჩვენთან 2900 ლარში გექნებათ თქვენთვის სასურველი ცხვირი. 

– მოიმატა მომხმარებლის რიცხვმა ამ ფასდაკლების შემდეგ?

– რა თქმა უნდა, ესთეტიკური სილამაზე ძვირად ღირებული სიამოვნებაა და თუ აქამდე ადამიანი თავს იკავებდა სწორედ თანხის გამო, ახლა შესანიშნავი შანსი გაუჩნდა, მიიღოს სასურველი შედეგი. 

– უფრო მოთხოვნადი, მოდური რისი ოპერაციაა ჩვენთან?

ზურა:

– რინოპლასტიკა, ცხვირის პლასტიკა. ეს რეგიონიდან გამომდინარეა. ძირითადად გოგონები აქტიურობენ, მაგრამ ბოლო პერიოდში მამაკაცებიც მოდიან. აღარ არის სირცხვილი მამაკაცმაც იზრუნოს თავის გარეგნობაზე. სქესი უკვე აღარ აქვს პლასტიკურ ქირურგიას. კიდევ ბოლო დროს მოდური გახდა ე. წ. ლოყის ჩატეხა. ასე უწოდებენ ამ ოპერაციას თავად მომხმარებლები. სინამდვილეში ეს არის ლოყის მიდამოში ცხიმოვანი შრის მოშორება. ამის შემდეგ ღიმილის დროს უფრო თხელი და ლამაზი ფორმა აქვს ლოყას. ბევრს მოსწონს ეს და დიდი მოთხოვნაა ამაზე. ხშირია მკერდის ოპერაციები. თავდაჯერებულები ხდებიან ქალები, როცა მკერდს ილამაზებენ. ამ შემთვევაში ორი მიზეზია, ერთი გენეტიკურად პატარა მკერდი და მეორე – როცა მშობიარობის, ძუძუთი კვების შემდეგ მკერდი იცვლის ფორმას. 

– რა ჯდება ამ ფასდაკლებით მკერდის კორექცია?

– ახალი ფასებით 4900 ლარი ჯდება, მაშინ როცა მინიმუმ 6500 ლარი იყო მისი ღირებულება.

– საპირისპირო შემთხვევა თუ გქონიათ, მკერდის დაპატარავების მოთხოვნით თუ მოსულან თქვენთან?

– კი და ეს უფრო რთული ოპერაციაა, ვიდრე გაზრდა. დაახლოებით 5 საათს გრძელდება, მაშინ როცა მკერდის გაზრდას ერთი საათი სჭირდება მხოლოდ. ეს მხოლოდ ესთეტიკურ მხარესთან არ არის კავშირში, ჯანმრთელობის პრობლემასაც უქმნის ადამიანს, დიდი ძუძუები იწვევს ტკივილს წელის, ზურგის არეში. 

– საინტერესოა, კიდევ თუ კეთდება ქალწულობის აღდგენის ოპერაციები საქართველოში...

მიხეილი:

– წინა წლებთან შედარებით მოიკლო, მაგრამ კეთდება. არის დროებითი და მუდმივი შედეგი. სამდღიანი უფრო იაფი ჯდება. ასეთ შემთხვევაში კონფიდენციალურობა დაცულია. გვყოლია, 15 წლის პაციენტიც და 50-ისაც. 

– ფილერისა და ბოტოქსის ადრეულ ასაკში გამოყენებაზეც მინდა ვისაუბროთ. პატარა გოგონები ითხოვენ უკვე, ეს დასაშვებია? და რამდენად რეკომენდებულია?

– დასაშვებია, მაგრამ ქირურგმა უნდა განსაზღვროს, სჭირდება თუ არა პაციენტს ან ერთი ან მეორე. ამისთვის აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რაც, როგორც უკვე გითხარით, ჩვენთან უფასოა.

– უცნაური თხოვნით თუ მოდიან პაციენტები?

– ერთი შემთხვევა იყო, როცა პაციენტი მოვიდა და მითხრა, შემომხედეთ სახეზე, ტანზე და მითხარით, რისი გაკეთება მჭირდებაო, რაიმე კონკრეტულის შეცვლა კი არ უნდოდა.

– მგონი, გემოვნებას გიმოწმებდათ.

– (იცინიან) ალბათ, არ ვიცი. მერე რაც ჩამოვუთვალე, ყველაფერზე უარი მითხრა. მის მერე აღარც მოსულა.

– ან გეპრანჭებოდათ... ზურა, თქვენ გქონიათ შემთხვევა, პაციენტი რომ გეპრანჭებათ?

ზურა:

– ალბათ (იღიმება), მაგრამ ძირითადად არ ვიმჩნევთ ხოლმე. სხვათა შორის, ორივე დასაოჯახებელი ვართ, მაგრამ საქმე საქმეა.

– ზაფხულთან ერთად, ალბათ, ლიპოსაქციაა აქტუალური...

– კი, მესამე ადგილზეა მოთხოვნადობით ლიპოსაქცია და აბდომინოპლასტიკა. ლიპოსაქცია მაინც პროცედურაა, ხოლო აბდომინოპლასტიკა მუცლის პლასტიკის ქირურგიული მეთოდია. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია გამოცდილი ქირურგის კონსულტაცია, რომ ზუსტად დაადგინოს, რომელი პროცედურა სჭირდება პაციენტს. ბევრს ეშლება, ჰგონიათ, რომ ლიპოსაქცია გასახდომი პროცედურაა, სინამდვილეში ეს ფორმების შეცვლისთვისაა. სწორედ უცოდინრობის ბრალია, რომ ლიპოსაქციის შედეგად პაციენტი კმაყოფილი არაა. იმიტომ რომ მას მუცლის პლასტიკა სჭირდებოდა ქირურგიული მეთოდით.

– დასასრულ, მითხარით, რამდენხანს გაგრძელდება ეს გრანდიოზული ფასდაკლება?

– მთელი ზაფხულის განმავლობაში და პლუს უფასო კონსულტაციები ყოველ შაბათ-კვირას. 

R

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი