ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ვალუტა

ფინანსები 1713983237

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს - განახლებული ვალუტის კურსი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6910 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6910 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0108 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8756 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8555 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0201 ლარი შეადგინა.

horo

ჰოროსკოპი 1713983076

„უპრეცედენტო წარმატებას მიაღწევთ...“ - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ მიმდინარე კვირაში

ვერძი - ეს კვირა ნაყოფიერი იქნება. თქვენი ლიდერობის თვისებები, თავდაჯერებულობა და მონდომება სრულად გამოვლინდება და დაგეხმარებათ კარგი შედეგების მიღწევაში თითქმის ყველა სფეროში. თუმცა მოთმინება, გამძლეობა და ტაქტი არანაკლებ საჭირო იქნება, რადგან რომელიმე თქვენი კოლეგა ან საქმიანი პარტნიორი შეეცდება, ნერვები მოგიშალოთ. ოჯახის წევრებიც გაჭირვეულდებიან.კურო - ამ კვირაში ფულს ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოთ. არსებობს რისკი, რომ გადაჭარბებული გულუბრყვილობის გამო საკმაოდ დიდი თანხა დაკარგოთ. ასევე, ყურადღებით დააკვირდით პროდუქტებისა და ალკოჰოლის ხარისხს. ამ უკანასკნელისგან, სხვათა შორის, ახლა ჯობია საერთოდ თავი შეიკავოთ. ვინც სწავლობთ, შეძლებთ შესანიშნავი შედეგების მიღწევას. ტყუპი - ამ კვირას პოზიტიურ ნოტზე გაატარებთ. ამ პერიოდში არც სამსახურში და არც სახლში განსაკუთრებული პრობლემები არ შეგექმნებათ, მაგრამ შეიძლება გამოჩნდნენ ახლობლები და მათ დასჭირდეთ თქვენი დახმარება ან, სულ მცირე, თანაგრძნობა. სასურველია, უფრო ხშირად თქვათ კომპლიმენტები და გამამხნევებელი სიტყვები.კირჩხიბი - ამ ბოლო დროს ბევრს მუშაობთ და დასვენება გჭირდებათ. თუ შვებულების აღებას ვერ ახერხებთ, შეეცადეთ დაზოგოთ თქვენი ძალა, მიმართეთ მხოლოდ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და მისი გადადება შეუძლებელია. კვირის მეორე ნახევარი პირად ცხოვრებაში ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას მოითხოვს. არ არის გამორიცხული ნათესავებთან ჩხუბი ან სასიყვარულო ურთიერთობებში დროებითი გაცივება.ლომი - ვინც წარსულში იშრომა, შეძლებს სრულად დატკბეს მიღწეული შედეგით. პირადი ცხოვრებაც სასიამოვნო ცვლილებებს გპირდებათ. საოჯახო ლომებს ოჯახი კეთილგანწყობით მოეპყრობა, მარტოხელა კი საპირისპირო სქესის ყურადღების ქვეშ მოექცევა.ქალწული - კარგი ფულის გამომუშავებისა და სასარგებლო კავშირების დამყარების შანსი გაქვთ. უბრალოდ, არ გჭირდებათ ნიღბის ტარება კოლეგებთან ან ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობაში - თქვენი ნამდვილი სახე ბევრად უფრო მიმზიდველია. თუ შორეული ნათესავები ან ნაცნობები დიდი ხანია არ გინახავთ, ისინი მოულოდნელად მოისურვებენ თქვენთან შეხვედრას.სასწორი - ამ კვირაში საზოგადოებაში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწევს. ნებისმიერ ღონისძიებაზე - როგორც საქმიან, ასევე პირადში - თქვენ შეძლებთ გამოიჩინოთ თქვენი გარეგნობა, მჭევრმეტყველება, ინტელექტი და სხვა ნიჭი. ეს კვირა იდეალურია რომანტიკული ნაცნობობისთვის: სწორედ ახლა შეიძლება თქვენ გვერდით გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც იდეალურად შეგეფერებათ.მორიელი - შესანიშნავი პერიოდი გაქვთ პროფესიული და კარიერული ამოცანების გადასაჭრელად. მთავარია, მკაფიოდ განსაზღვროთ მიზანი და შეადგინოთ მისი მიღწევის გეგმა. პირად ცხოვრებაშიც კარგი ცვლილებები გელით. ნუ გააკრიტიკებთ ადამიანებს და მით უმეტეს, ნათესავებს.მშვილდოსანი - გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ სერიოზული კამათის მიზეზი სამსახურში ან სახლში. არ დათმოთ პოზიციები, მაგრამ ასევე გაფრთხილდით, რომ სიტყვიერი შეტაკება არ გადაიზარდოს დიდ, გაჭიანურებულ კონფლიქტში. შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ფინანსურ დახმარებას მოგთხოვთ. სანამ ფულს გასცემთ, კარგად დაფიქრდით.თხის რქა - შესაძლოა, უკმაყოფილო დარჩეთ საკუთარი თავით ან მიმდინარე მოვლენებით, შემოსავლით. თუმცა ახლა არ არის რეკომენდებული რაიმე სახის პრობლემასთან ბრძოლა. მარტოხელა თხის რქების გარემოცვაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მათ მიმართ სიმპათიას გამოიჩენს. იყავით მომართული პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე.მერწყული - ამ კვირაში აღსავსე ხართ იმედითა და გეგმებით. გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობა. ეს შესანიშნავი დროა ოცნების ასრულებისთვის. მაგრამ ზედმეტი გულახდილობა სიკეთეს არ მოგიტანთ. არავის გაუმხილოთ თქვენი იდეები. ეს არ არის საუკეთესო დრო შოპინგისთვის.თევზები - შეეცადეთ თავი შეიკავოთ აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობისგან. ღიმილი და პოზიტივი უკეთესია. დაოჯახებულებს მეუღლე საჩუქრით, სიურპრიზით გაგანებივრებთ. მარტოხელებმა თავი უნდა შეიკავოთ რომანტიკული ნაცნობებისგან: ადამიანი, რომელიც თავიდან მოგხიბლავთ, შემდგომში უამრავ პრობლემას და სევდას მოგიტანთ. 

ტკბილეული

რჩევები 1713982973

რა გავლენას ახდენს ტკბილეული ბავშვის ჯანმრთელობაზე

შაქრის შემცველი პროდუქტები ბავშვის ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.გაესაუბრეთ პედიატრს, რათა გაიგოთ რა ასაკში რამდენი ტკბილეული შეიძლება მისცეთ ბავშვს.ამერიკის გულის ასოციაციის (American Heart Association) რეკომენდაციის თანახმად, ორ წლამდე ასაკის ბავშვი საერთოდ არ უნდა იღებდეს შაქრის შემცველ პროდუქტებს, ხოლო ორიდან 18 წლამდე ასაკის ადამიანისთვის დღე-ღამის განმავლობაში მიღებული შაქრის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 გრამს (6 ჩაის კოვზი).კვლევების საფუძველზე დადასტურებულია, რომ მცირე ასაკში შაქრის დიდი რაოდენობით მიღება მომავალში ხელს უწყობს სხეულის მასის ინდექსის ზრდას და ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილების ჩამოყალიბებას.მიჩნეულია, რომ შაქარი იწვევს მიჩვევას, ხოლო მისი ჭარბი მიღება, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ჯანმრთელობის დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული.ჭარბი წონა - შაქრით სავსე საკვებს აკლია ზრდა-განვითარებისთვის საჭირო კომპონენტები, ის ბავშვის ორგანიზმს არაჯანსაღ ნივთიერებებს აწვდის, რაც ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილებას იწვევს.დიაბეტის მომატებული რისკი - შაქრის ჭარბი მიღებისას ორგანიზმში ინსულინის დონე იმატებს, რაც ტიპი 2 დიაბეტის განვითარების წინაპირობაა.იმუნური სისტემის დასუსტება - ბავშვის განვითარების ფაზაში მყოფი ორგანიზმისთვის შაქრისა და რაფინირებული ნახშირწყლების ნორმაზე დიდი რაოდენობით მიღება ასუსტებს იმუნურ სისტემას. ის ვეღარ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, შესაბამისად ბავშვის ორგანიზმი უფრო მოწყვლადი ხდება ინფექციების მიმართ.კუჭ-ნაწლავის პრობლემები - ორგანიზმში შაქრის დონის მატებისას იკლებს სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა საჭმლის მომნელებელ სისტემაში. შედეგად ვითარდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები.დაზიანებული კბილები - როდესაც ბავშვი ბევრ ტკბილეულს ჭამს, მისი პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიები შაქარს მჟავად გარდაქმნიან, რომელიც კბილის მინანქარს არბილებს. შედეგად კბილები ცვდება.რეკომენდაციებიორ წლამდე ასაკის ბავშვისთვის საერთოდ არ არის რეკომენდებული შაქრის შემცველი პროდუქტები. ბავშვს ნელ-ნელა შესთავაზეთ ჯანსაღი ტკბილეული, უმჯობესია მიაწოდოთ ხილი. თუ ბავშვი უკვე მიჩვეულია ტკბილეულს, თანდათან უნდა გადააჩვიოთ.

ლენუკა ყიფშიძე

საზოგადოება 1713982220

„იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა… - ლენუკა ყიფშიძე ძმისა და მამის ურთიერთობაზე

ლენუკა ყიფშიძე მისი ძმის, მსახიობ გიორგი ყიფშიძის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. საუბარია გიორგი ყიფშიძის მიერ მამასთან, ზურა ყიფშიძესთან ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებაზე.ასევე, მსახიობის „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელებულ მოკლე ვიდეობზე, რომელშიც გიორგი ყიფშიძე მის პოლიტიკურ არჩევანსა და თბილისში მიმდინარე აქციებზე საუბრობს.„ჩემს ძმას არ ვამართლებ, მაგრამ არ ვარ მომხრე, მთელმა საქართველომ ჩემს ოჯახის წევრებზე უარყოფითი რაღაცები მომწეროს. მოგეხსენებათ, ჩემი ძმა ბიშკეკში მკურნალობს, არა თურქეთში და გერმანიაში… ბევრს გეცოდინებათ, რომ როცა [ადამიანი] სამედიცინო დაწესებულებაშია, გათიშული ჰყავთ და რას საუბრობს, თვითონ არ იცის.ადრე იყო განაწყენებული… ოჯახის წევრები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვემტერებით, ამიტომ ნამეტანი ნუ გაგიხარდებათ…ძალიან ცუდი შეტყობინებები შემოდის, მაგრამ ნუ გიხარიათ, ყველა ოჯახს აქვს რაღაც პრობლემა… გიორგიმ არასწორი ფორმით გააჟღერა, მაგრამ ესეც მესმის, რადგან ახლა სხვა მდგომარეობა აქვს, ცუდ ეტაპს გადის, იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა… მე და მამაჩემიც ვჩხუბობთ, მაგრამ საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობთ, გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…ძალიან გთხოვთ, გვიყვარდეს ერთმანეთი და მეტი კარგი გვიხაროდეს ერთმანეთის…“, – ამბობს ლენუკა ყიფშიძე ვიდემიმართვაში.

შოპინგი

რჩევები 1713982199

რა ფერის სამოსი უნდა ჩაიცვათ, რომ უფრო იღბლიანი და წარმატებული იყოთ - პოზიტიური ფერები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

თქვენზე დიდი გავლენა აქვს იმ ფერს, რომლის გარემოცვაშიც იმყოფებით. ასტროლოგიურად, ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი ფერი აქვს. ამიტომ, სწორედ მასზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი, ხშირად ჩაიცვათ ამ ფერის სამოსი და გახდეთ უფრო იღბლიანი და წარმატებული. ვერძიწითელი, მუქი ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, ღია ყვითელი და მწვანე. ამ ფერებს შესწევთ ძალა, ვერძებში სიმშვიდე და საუკეთესო გრძნობები გამოიწვიონ. ამასთანავე, ვერძებს მართავენ კონტრასტული ფერები ყვითლისა და ლურჯის შერწყმით. ვერძებს არ იზიდავთ კონფლიქტური სიტუაციები და არც აგრესიულები არიან. ეს ფერები კი მათ ხასიათს უსვამს ხაზს.კურომწვანე ფერის ყველა ტონი, ღია ყვითელი, თეთრი და ცისფერი. აღნიშნული ფერები კუროებს იმედით ავსებს, განაპირობებს მათ პოზიტიურ ხასიათსა და განწყობას. ხელს უწყობს მათ რაციონალურ აზროვნებას. ამ ფერების დახმარებით კუროები ყოველთვის რეალურად აღიქვამენ გარემოებებს და საღად აფასებენ.ტყუპებიიასამნისფერი, რუხი, ნარინჯისფერი და ყვითელი. რუხი ტყუპებს ეხმარება, სერიოზულად განეწყონ ამა თუ იმ სიტუაციისადმი და მეტი ყურადღება გამოავლინონ მცირე დეტალებისადმი. მწვანისა და ყვითლის დახმარებით, ოპტიმიზმით ივსებიან და მხიარულად უყურებენ საკუთარ ცხოვრებას. იასამნისფერი კი მათ დამაჯერებლობას მატებთ.კირჩხიბითეთრი, ცისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი და მწვანე. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებისთვის განსაკუთრებით კარგია მწვანე ფერის სამოსი, რათა თავი მშვიდად და სტაბილურად იგრძნონ, ენდონ საკუთარ ინტუიციას და იყვნენ ენერგიულები.ლომიმუქი ყვითელი, ყავისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, მწვანე, თეთრი, შავი. მკაცრი ფერები ლომების შინაგან სამყაროსა და მტკიცე ხასიათს გამოხატავენ. ნარინჯისფერი ყველაზე თბილი და პოზიტიური ფერია, ამიტომ ლომის ზოდიაქოს ნიშანს ამ ფერის ტანსაცმლის ხშირად ტარება ენერგიით ავსებს, დამაჯერებლობას მატებს და ეხმარება, იპოვოს ზღვარი სურვილებსა და რეალობას შორის.ქალწულითეთრი, ცისფერი, მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი. ეს ფერები ხელს უწყობს ქალწულებს, მუდამ აკონტროლონ საკუთარი თავი და იყვნენ ხალისიანები. ნაცრისფერი ტანსაცმელი პედანტურობას უსვამს ხაზს, გეხმარებათ, არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯი. სრულად