კომაში ჩავარდნილი მშობიარე, ნათია ჩაგანავა გარდაიცვალა

14:56 05-27-2018
3344

კომაში ჩავარდნილი მშობიარე, ნათია ჩაგანავა გარდაიცვალა. ამის შესახებ ახლობლები ფეისბუქ გვერდზე წერენ.

მშობიარემ მხოლოდ რამდენიმე საათით შეძლო საკუთარი ახალშობილის ნახვა. შემდეგ კომაში ჩავარდა და თითქმის ორი თვე სიკვდილს ებრძოდა. 

როგორც, 26 წლის ნათია ჩაგანავას ახლობელმა 8 მაისს "პრაიმტაიმს" განუცხადა, მას საზოგადოების დახმარება სჭირდებოდა. მისი თქმით, ნათიამ 2018 წლის 10 აპრილს გაიკეთა საკეისრო კვეთა, ხოლო 11 აპრილს მოულოდნელად, მიზეზების დაუდგენლად ჩავარდა კომაში.

"ნათია ტვინის იშემიური თრომბოზის დიაგნოზით აპარატებზეა შეერთებული..." -აცხადებდა ახლობელი.

ნათია თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა მისი გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს.

როგორც ცნობილია, ნათიას მეუღლე მომხდარში ქართველ ექიმებს ადანაშაულებს.

ავტორი: ნინო რაზმაძე