ეს ახალგაზრდები ოპიატის ზედოზირებით გარდაიცვალა... ოპიატს არ გააჩნია ტოლერანტობა და 99% ზედოზირება ხდება - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

11:27 05-27-2018
1078

ნარკოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. იგი მიიჩნევს, რომ სამსახარაულის მიერ გაკეთებული დასკვნა, რომ ბოლო პერიოდში კლუბური ნარკოტიკის მიღების შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები ოპიატის ზედმეტი დოზის მიღებით გარდაიცვალნენ, სწორია. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ძაან სამწუხაროა, რომ ჩემი ვარაუდები გამართლდა და ეს ახალგაზრდები ოპიატის ზედოზირებით გარდაიცვალა !!! 
ყველაზე საშიში და დამღუპველია ის, რომ ოპიატი ჩნდება მომხამარებლის ხელში, რომელსაც არ გააჩნია ტოლერანტობა და 99% ზედოზირება არის მოსალოდნელი !!!
საშიშია ისიც, რომ თუ ეს არის ფენტანილი, ეს კიდე უფრო ამძიმეს სიტუაციას !!!
ამიტომ მოგიწოდებთ ყველას ნუ მოიხმართ თქვენთვის უცნობ სუბსტანციას !!!
ეს დამოკიდებულ ადამიანებსაც ეხება, ვინიდან ფენტანილი სხვა ნარკოტიკებისგან განსხვავებით ძაან ძლიერია !!!!" - წერს სიხარულიძე.

ნარკოლოგმა "პტრაიმტაიმს" განუცხადა, რომ ეს ვარაუდი მას პირველივე დღიდან ჰქონდა და ამის შესახებ მან დაწერა კიდეც, ამჯერად კი სამხარაულის დასკვნამ ამაში დაარწმუნა. 

"როცა ყვებოდნენ როგორ გარდაიცვლა ეს ხალხი, ძაან გავდა ოპიატებს და ფენტანილს და მაქედან ავიღე ვარუადი" - განუცხადა "პრაიმტაიმს" ნარკოლოგმა.

მეცნიერებათა დოქტორი განმარტავს, რომ ახლა ნარკოტიკის გაყიდვის ახალი სქემებია და ინტერნეტის საშუალებით, ადვილად შეიძლება მოხვდეს ადამიანის ხელში ეს ნარკოტიკული საშუალებები.



ავტორი: ნინო რაზმაძე