ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ომი უკრაინაში

ომი უკრაინაში 1713414462

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. დაშავებულია 60 ადამიანი.რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვზე დარტყმები „ისკანდერის“ რაკეტებით მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფო, უნივერსიტეტის შენობა და ათობით ავტომობილი.

მარიამ შენგელია

ტაბლოიდი 1713413880

„სილამაზე და ნიჭიერება“ - მარიამ შენგელია ახალ ფოტოებს გვიზიარებს

მომღერალი მარიამ შენგელია Instagram-ზე ფოტოებს გვიზიარებს, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.მარიამის გარეგნობა ყოველთვის იქცევს გარშემომყოფების აღფრთოვანებას. გამონაკლისი არც მისი სოციალური ქსელის გამომწერები არიან.„სინატიფე, სილამაზე , ნიჭიერება “,„შენი მოსმენა და ხილვა, სიცოცხლეს ახანგრძლივებს!!„ლამაზ თვალება“, „ლამაზ თვალება“, – წერენ სოციალურ ქსელში.           View this post on Instagram                       A post shared by Mariam Shengelia (@mariam_shengeliaa1)

ფეხსაცმელი

რჩევები 1713413520

5 გასაოცარი მიზეზი, რატომ უნდა აირჩიოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

5 გასაოცარი მიზეზი, რატომ უნდა აირჩიოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი:#1 - ქალურობა და სექსუალობაქუსლიანი ფეხსაცმელი შექმნილია ყურადღების მისაქცევად. როდესაც ქუჩაში ქალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით მოდის, მას უბრალოდ ყველა უყურებს. მეტიც, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მაღალი ქუსლები ქალებს მამაკაცების ჰიპნოზირებაში ეხმარება!არსებობს „მაღალი ქუსლების თეორია“, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო მაღალია ფეხსაცმლის ქუსლი, მით მეტ გავლენას ასხივებს იგი. ამ გასაოცარი ფაქტის ახსნა საკმაოდ რთულია, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების მიმზიდველობის საიდუმლო არის სიარულის, პოზისა და, საბოლოოდ, ზოგადი ქცევის ცვლილება.#2 - ამაღელვებელი სიარულიამბობენ, რომ მამაკაცების თვალში, ქალი, რომელიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებს უპირატესობას, უფრო ძლიერი, თავდაჯერებული და სექსუალურია. საქვეყნოდ ცნობილია, რომ ყველასთვის საყვარელი მერილინ მონროს ფეხსაცმლის ერთი ქუსლი უფრო დაბალი იყო, ვიდრე მეორე. ამ ხრიკის დამსახურებით, სექს-სიმბოლომ, ე.წ „ამაღელვებელი სიარული“ შექმნა!#3 - მაღალი და გამხდარისაყოველთაოდ ცნობილია, რომ ქუსლებზე ქალი უფრო მაღალი და უფრო მოხდენილია.ამას ახსნაც აქვს: ფაქტია, რომ ქუსლის საყრდენი უმნიშვნელოა და, შესაბამისად, ასეთ ფეხსაცმელზე გასაჩერებლად, ქალმა სიმძიმის ცენტრი ზურგიდან ქვედა ნაწილში უნდა გადაიტანოს და ამაყად გასწორდეს მხრებში. სწორედ ეს ქმნის „მაღალი და გამხდარის“ ეფექტს.  #4 - თავდაჯერებულობა და თვითშეფასებაქალი, რომელსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, რა თქმა უნდა, თავდაჯერებული ქალია. ასეთი ქალები, როგორც წესი, იღებენ აბსოლუტურად ყველაფერს, რადგან ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ ნებისმიერ მომენტში. #5 - კმაყოფილება და სიხარულის განცდასულ ცოტა ხნის წინ, იტალიელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ქუსლები დადებითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ეს ყველაფერი კი, ენდორფინების, ე.წ. „ბედნიერების ჰორმონის“ ბრალია. საქმე იმაშია, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას, ეს ნივთიერება  ორგანიზმში უფრო აქტიურად წარმოიქმნება.მოდით, დავარქვათ ამას „მაღალი ქუსლების თერაპია“ და რაც შეიძლება ხშირად გამოვიყენოთ!

პარლამენტი

პოლიტიკა 1713412740

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი 18 აპრილს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.როგორც პარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული, 18 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე.„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 18 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.

ემანუელ მაკრონი

მსოფლიო 1713412440

ემანუელ მაკრონმა ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.ემანუელ მაკრონის თქმით, სანქციების სამიზნე შეიძლება გახდეს რაკეტებისა და დრონების წარმოების მხარდამჭერი ინდუსტრიები.„ჩვენი ვალდებულებაა გავაფართოვოთ ეს სანქციები [ირანის წინააღმდეგ]“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს უახლოეს დღეებში მიიღებს.ირანმა შაბათს ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ. მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-მდე დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.