თავისუფლების მოედანზე, რამდენიმე ჯარისკაცმა გონება დაკარგა - პრეზიდენტმა ჯარის გაყვანა ითხოვა

13:45 05-26-2018
10657

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ რამდენიმე ჯარისკაცმა გონება დაკარგა. ამ ფაქტის შემდეგ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედნიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

„ძალიან ცხელი გარემოდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მზე გვაჭერს, მე მინდა, რომ ჯარი მოედნიდან გავიდეს და მე გავაგრძელებ ცერემონიას,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.