„ბოდიში ვერავის გეტენებით... და ისე ფული მეც მჭირდება“ - თამთა ჭელიძე - EXCLUSIVE

16:51 05-25-2018
3224

„ნუთუ დავიჯერო საქართველოს არცერთ ქალაქში არცერთ სცენაზე ჩემი ადგილი არ იყო. როგორც ვიცი ყველგან რაღაც ღონისძიებაა... 2017 წელს ორი სიმღერა ჩავწერე და ერთი კლიპი გადავიღე. ორივე „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი. ბოდიში, ვერავის გეტენებით. რა ვქნა, არ გინდათ და ნუ გინდათ. და ფული მეც მჭირდება რამე რომ იყოს. გმადლობთ.“

ეს პოსტი მომღერალმა თამთა ჭელიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ჩვენ თამთას დავუკავშირდით.

- თამთა, დიდი პაუზა გქონდა, ახლა რამ გამოიწვია შენი ეს ხმამაღალი განცხადება?

- 2017 წელს ვიმუშავე, ახალი სიმღერები ჩავწერე, კლიპიც გადავიღე. ამიტომ მაქვს პრეტენზია. ანუ გავაკეთებ თუ არ გავაკეთებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს? მე მაინც გავაკეკეთებ, სულ რომ არავინ დამიძახოს, იმიტომ რომ ეს ჩემი ცხოვრებაა, ამის გარეშე არ შემიძლია. მაგრამ გულსატკენია.. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა. მე იმის საშუალება არ მაქვს რომ დიდი პიარი გავუკეთო ჩემ შემოქმედებას. ეს ჩემი პრობლემაა, არავის აინტერესებს, მაგრამ ხომ ვიმუშავე?! ამიტომაც მქონდა პრეტენზია. 

- გამოხმაურება ჰქონდა შენს პოსტს?

- გამოხმაურებისთვის არც დამიწერია. არასდროს არეფერზე ხმას არ ვიღებ, ეს უბრალოდ ღადაობით დავწერე, მეც მჭირდება ფული და იქნებ შემამჩნიოთ- მეთქი. ამბიციები არ მაქვს. სწორად გამიგეთ, მე არ ვამბობ, რომ თბილისში აუცილებლად მთავარ სცენაზე უნდა ვიდგე. რაიონებშიც ტარდება კონცერტები და გამოდიან ჩემი კოლეგები. ჩემი ადგილი არ მოიძებნა არსად. მაქსიმუმ 5-10 რეიტინგული მომღერელი გვყავს საქართველოში, ისინი იმსახურებენ მთავარ სცენას, მე ამის პრეტენზია არ მაქვს...

- ვინ არიან ეს მომღერლები?

- ვინც არიან. ისინი იმსახურებენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მუშაობენ, გადადებული აქვთ თავი კარიერისთვის. მაგრამ ხომ არის სხვა კონვერტებიც. ამდენ ქალაქში რომ კონცერტი ტარდება, რითი ავსებენ? თუ ყველა ერთ ქვაბში იხარშება, მე რაღა დავაშავე. თორემ, მთავარ სცენას არ ვითხოვ, გიჟი კი არ ვარ?!

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი