„გამოვცარიელდი... ცას ვუყურებ და ცრემლი მომდის“- პაატა თედიაშვილი სიყვარულს ითხოვს - exclusive

14:52 05-24-2018
1188

„მგონი გამოვცარიელდი. მენატრება ის მომენტი, როცა მიყვარდება, ვსვამ სასმელს, ვიწყებ ლექსების წერას, ღამე ვიწყებ ხეტიალს, ცას ვუყურებ და ცრემლი მომდის. დავიჯერო ბევრს ვითხოვ?“ - წერს პაატა თედიაშვილი სოციალურ ქსელში.  ამ პოსტის შემდეგ „გამოცარიელებულ“ მომღერალს დავუკავშირდი.

- ბატონო პაატა, თქვენი ახალი პოსტი ვნახე, შეშფოთებული ვარ ფრიად... დიდი ხანია ასე ხართ?

- კი საკმაოდ, წლებია.

- და სიმღერას როგორ ქმნით, თუ უსიყვარულოდ ლექსებსავ ვეღარ წერთ?

- ეს მუსიკოთერაპიაა. ვერ ხვდებით, რომ ახალი გასართობები წამოვიწყე? ასე ვშველი სულსაც და სხეულსაც.

- რას ეხება ქვენი მორიგი გასართობი?

- აი გასართობებს, რომ გარყვნილება ჰქვია და რეალურად , რომ გვართავს და ჩვენ მივყვებით, იმას.

- უფრო კონკრეტულად?

- წყვილის გართობის სცენაა. ჩაკეტილ სივრცეში. თეძოები, რომლებიც ბორბლებივით ტრიალებენ. სტესტოსტერონის ძალაზე და კაპრიზებზეა სიმღერა. ეს აბსოლიტურად ბუნებრივი ფიზიოლოგია დაკანონებას რომ ითხოვს და რიტუალებს, იმაზე. გამრავლებისათვის მაჩის ბიუროები და ჯვრისწერები რომაა საჭირო. ათასკაციანი ქორწილები და სამზადისები. ძინ-ძინ-მუგუნინიბა! ეს მთავარი ფრაზებია სიმღერის. რომ ძინ ძინი აუცილებელია, მაგრამ აკრძალული.

- ვინ გიკრძალავს?

- კონკრეტულად მე ვერ მიკრძალავს ვერავინ და არც ვეკითხები, მაგრამ ამ კუთხით თავისუფლება ისევბოზობადრომ აღიქმება. რა არა?

- რა ქვია სიმღერას?

- სიმღერას ჰქვიაძინ ძინ, ტექსტი და მუსიკა ჩემია.  არანჟირება პაატა ფაცურია. კოსტიუმების ავტორი მე ვარ. ქორეოგეაფია მეგი ნადირაძის გახლავთ. სატელევიზიო პრემიერა „რუსთავი 2“- ზე შედგება. კლასიციზმის ეპოქა გავაცოცხლეთ. სავსე ინტრიგებით, სექსებით, ფლუიდებით, ჟაბოებით და ირონიით. მატა ჰარიც კი მყავს გვერდით.

- ვინ არის შენი მეწყვილე, ვისთან გექნება სექსი ვიდეორგოლში?

- მატა ჰართან მაქვს ქორეოგრაფიული სექსი. ჩემი მეგობარი გოგონაა, მოცეკვავეა.

- იმედია სრულწლოვანია და არ დახდები კვლავ ბულინგის მსხვერპლი...

- აბსოლიტურად .  შვილი ჰყავს. სრულფასოვანი ქალია.

- ქმარი ხომ არ მოგივარდება ხმლით? ან ყოფილი ქმარი?

- არა არააა. არამგონია. იცის მან ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი