"არემჯი გოლდს" საპატრიარქოსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს შორის საეჭვო გარიგება გაფორმდა - ნინო ბურჭულაძე

13:27 05-23-2018
86

"საყდრისის დაცვის კომიტეტის" წევრი ნინო ბურჭულაძე აცხადებს, რომ ფარულ გარიგებას ბნელიხევის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ეწირება.

ამის შესახებ ნინო ბურჭულაძემ "პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანია "არემჯი გოლდი" იტყუებოდა, თითქოს ბნელი ხევის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევები გაკეთებული იყო, თუმცა მხოლოდ 8 მაისს მისწერა ძეგლთა დაცვის სააგენტომ კომპანიას, რა კვლევები იყო ჩასატარებელი ფიტარეთის მონასტერსა და ხულუტის ციხეზე.

"2017 წლის დეკემბერში, ძალიან მოულოდნელად, ჩუამდ, ისე, რომ არ გახმაურებულა, კომპანია "არემჯი გოლდმა" გააფორმა მემორანდუმი საპატრიარქოსთან და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ვითომდა გარკვეული ძეგლების რეაბილიტაციისთვის. ეს იწყება მას შემდეგ, რაც "არემჯი გოლდი" აპირებს ბნელ ხევში შესვლას, ძეგლთა დაცვის სააგენტო აფიქსირებს მტკიცე პოზიციებს და არაერთხელ მისცა გაფრთხილება "არემჯი გოლდს", საუბარია 1.7 მილიონ ლარზე, რომელიც კომპანიამ უნდა დახარჯოს გარკვეული ეკლესიების რეაბილიტაციისთვის. ჩვენ რა თქმ აუნდა, მივამრთეთ საპატრიარქოს, აღშფოთებული წერილი მივწერეთ და მოვითხოვეთ, რის საფუძველზე მოხდა ასეთი საეჭვო გარიგების გაფორმება, რაზეც მოგვწერეს, რომ საპატრიარქომ ამ მოლაპარაკების შესახებ არაფერი იცოდა და არ იყო ჩარეული პროცესებში. მოლაპარაკება მხოდა ოთხ ყველაზე გავლენიან მღვდელმთავარს შორის, ეს არის ბოლნისის მეუფე ეფრემი, მეორე მეუფე ეს არის დავით ალავერდელი, (არემჯი გოლდმა" დაიწყო ალავერდის რეაბილიტაცია, თუმცა ვიცით, რომ ალავერდს სარეაბილიტაციო არაფერი სჭირს), ასევე ეს არის ნიკორწმინდელი მეუფე, რომელიც "არემჯი გოლდის" დირექტორის ნათესავია და ასევე თეთრი წყაროს მეუფე ანანია. ბოლო დროს ამ უკანასკნელის კომენტარი გავრცელდა, სადაც მეუფე საუბრობს, რომ ის "არემჯი გოლდმა" ფარად გამოიყენა და შეცდომაში შეიყვანა", - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მოსთხოვეს დოკუმენტაცია, კონკრეტულად როგორ ნაწილდება თანხები რეაბილიტაციაზე, თუმცა დოკუმენტაცია არ მიუღიათ.

"უკვე ვიცით, რომ "არემჯი გოლდს" არ აქვს კვლევები ჩატარებული ბნელ ხევში, სანამ ეს კვლევები არ ჩატარდება, კომპანია ვერ დაიწყებს იქ ვერანაირ სამშაოებს. გვინდა, რომ ეს კვლევები ჩაატაროს იმ ორგანიზაციამ და მეცნიერებმა, რომლებიც არასდროს იყვნენ დაკავშირებულნი "არემჯი გოლდთან". ასევე არ ვენდობით არქეულოგიურ ანგარიშებს, რომელიც აქვს კომპანიის სალეცენზიო ტერიტორიის შესწავლასთან დაკავშირებით, რადგან ვნახეთ, რომ ორი არქულოგიური ობიექტია აღმოჩენილი. ვითხოვთ თავიდან ამ არქეოლოგიური კვლევების ჩატარებას დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. ვნახეთ, რომ "არემჯი გოლდი" და ძეგლთა დაცვის საგენტო ცრუობდა, როდესაც ამბობდა, რომ სრულად იყო ამ ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევები. ამაში უნდა იყოს ჩართული როგორც მედია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე ვითხოვთ, ძეგლთა დაცვის სააგენტომ გაასაჯაროოს მემორანდუმი, სარეაბილიტაციო სამუშაოების როგორც ანგარიშები, ისე იმ კომპანიების სახელები, ვინც ატარებს, და რა ნიშნით შეირჩა. გვაქვს ეჭვი, რომ ამ მეთოდით, "არემჯი გოლდი" უბრალოდ ცდილობდა გავლენიანი მღვდელმთავრების გულის მოგებას გარკეული ინტერესების გამო", - განაცხადა