ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ცვლილებებზე იმსჯელეს

18:45 05-21-2018
17

ქვეყნის განვითარების 4 პუნქტიანი პროგრამის ერთ-ერთ მიმართულებას პროფესიული განათლების რეფორმა წარმოადგენს და იგი ჩვენთვის იმ მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრის ქვაკუთხედი უნდა გახდეს, რაც უმუშევრობას უკავშირდება. უზარმაზარი აცილებაა ბაზარზე მოთხოვნასა და სამუშაო ძალის, შესაბამისი განათლებისა და მომზადების მქონე ადამიანების მიწოდებას შორის და ეს ჩვენი ქვეყნის დიდი პრობლემაა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ წარმოდგენილი კანონპროექტის შეფასებისას.

კომიტეტის სხდომაზე რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ დოკუმენტებზეც იმსჯელეს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ კომიტეტის წევრებსსაქართველოს მტავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებწერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმებაგააცნო. წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ჩიეთის მხარე საქართველოსთვის უსასყიდლოდ გამოყოფს 60 მლნ. ჩინურ იუანს (დაახლოებით 25 მლნ. ლარი), რაც ორი ფსიქიატრიული ცენტრის მშენებლობას მოხმარდება. სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მამუკა ბარათაშვილმასაქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებსარატიფიკაციო შეტანხმება წარმოადგინა.

კომიტეტის წევრებისახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეკანონპროექტს მესამე მოსმენით, ხოლოსაქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებკანონპროექტს, პირველი მოსმენით გაეცნენ. სხდომის დასასრულს, კომიტეტის წევრებმა მოქალაქე მაია რობაქიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელეს, რომელიცაღმზრდელთა სახელმწიფო რეესტრის შექმნისა და წარმოების შესახებსაქართველოს კანონის პროექტს შეეხებოდა. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადების საკანონმდებლო ინიციატივად ჩამოყალიბებას მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტებზე და სარატიფიკაციო ხელშეკრულებებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი