სამეფო ოჯახმა ქორწილის ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა (ფოტოები)

18:23 05-21-2018
8870

 

სამეფო ოჯახმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა.

გუშინ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სამეფო ტახტის რიგით მეექვსე მემკვიდრის, პრინც ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ჯვრისწერის ცერემონია შედგა.

ჯვრისწერას  600 სტუმარი ესწრებოდა. ქუჩებში კი 100 ათასზე მეტი ადამიანია გამოვიდა.

წყვილს ჯვრისწერის ცერემონიაზე სულ 10 ხელისმომკიდე ჰყავდა. მათ შორის -  პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის უფროსი შვლები, 5 წლის პრინცი ჯორჯი და 3 წლის პრინცესა შარლოტი.

დღის ბოლოს დახურულ წვეულებას, რომელსაც პრინცი ჩარლზი მასპინძლობდა, 200 ადამიანი დაესწრო. 

ცნობილია, რომ მიღების დროს მეგან მარკლიმ სამეფო პატარძლების ტრადიცია დაარღვია და სიტყვით გამოვიდა. 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი