ქართველი მუსიკოსი მსოფლიოს „აჭარულის“ ელექტრონულ ვერსიას გააცნობს

11:28 05-18-2018
826

Tonenation მსოფლიოში პირველი ჯგუფია, რომელიც ელექტრონულ საცეკვაო მუსიკას ქმნის. მისი სოლისტი, ქართველი ბექა მაჩიტაძეა. ბექას შთაგონების წყაროს ქართული ხალხური სიმღერა სახელად „აჭარული“ წარმოადგენს. სპეციალურად ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ფესტივალისათვის შეიქმნა სიმღერის ახალი ვერსია, რომელიც სულ მალე დაიპყრობს საცეკვაო მოედანს.

სიმღერის ახალი ვერსიის მოსმენა და ჩამოტვირთვა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, უკვე 18 მაისიდან შეგეძლებათ. 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი