ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ნიუ-იორკ

მსოფლიო 1713511478

ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში პროპალესტინური საპროტესტო ბანაკის დაშლისას პოლიციამ 100-ზე მეტი სტუდენტი დააკავა

ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში პროპალესტინური საპროტესტო ბანაკის დაშლისას პოლიციამ 100-ზე მეტი სტუდენტი დააკავა. ამის შესახებ BBC იტყობინება.უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებით, „ექსტრაორდინარული ზომა“ საჭირო იყო უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, მას შემდეგ რაც რამდენიმე გაფრთხილებამ შედეგი არ გამოიღო.დემონსტრანტებს შორის იყო დემოკრატი კონგრესმენის ილჰან ომარის ქალიშვილი, რომელიც უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.აქციის მონაწილეებს კამპუსის ტერიტორიაზე 50-მდე კარავი ჰქონდათ გაშლილი, რაც, ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის განცხადებით, უნივერსიტეტის წესების დარღვევას წარმოადგენდა.საერთო ჯამში პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 108 ადამიანი დააკავა.

სოფელ დიღომში, სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

დედაქალაქი 1713511380

სოფელ დიღომში, სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად, სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე 3 000 კვ. მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცე და LED განათების სისტემა. დასკვნით ეტაპზე, სკვერი გამწვანდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.პროექტისათვის საბურთალოს რაიონის გამგეობიდან 1 300 000 ლარია გამოყოფილი.აღსანიშნავია, რომ პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით და ბავშვების მოთხოვნით ხორციელდება.მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე ადგილზე გაეცნენ.

აშშ- პოლიცია

მსოფლიო 1713511316

ლეკვი სასეირნოდ წაიყვანა და გაუჩინარდა... - 4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს

2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ორშაბათს ბუფალოს პოლიციის დეპარტამენტმა პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ 12 წლის ჯეილენ გრიფინის ცხედარი გასულ პარასკევს სამწელიწადნახევრიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით ბიჭის ძმა ჯავაანი სახლის წინ მოკლეს 2020 წელს - სამი თვის შემდეგ, რაც მისი 12 წლის ძმა გაუჩინარდა. გრიფინის დედა, ჯოან პონზო, 2023 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. ბიჭის ცხედრის ამოსაცნობად სტომატოლოგიური ჩანაწერები გახდა საჭირო.როგორც მეზობლები ამბობენ, სახლში, სადაც ბიჭის ცხედარი იპოვეს, ადამიანები ხშირად მოძრაობდნენ. პოლიციამ ფულადი ჯილდოც კი დააწესა ინფორმაციის სანაცვლოდ - თუ ვინმეს რაიმე ცნობა აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით.

ჯეილო

ტაბლოიდი 1713511260

2004 vs 2024 – 54 წლის ჯენიფერ ლოპესი ფოტოებს ავრცელებს

ჯეი ლო აგრძელებს თავისი ახალი ალბომის, This Is Me… Now პრომოუშენს. 54 წლის არტისტმა, სულ ცოტა ხნის, წინ ,,ინსტაგრამ სთორიში” პოსტერი გაავრცელა, ეს გახლავთ ფოტოკოლაჟი. მარცხენა მხარეს ჯეი ლოს ფოტოა, რომელიც 2004 წლით თარიღდება, მარჯვენა მხარეს კი მიმდინარე წელს გადაღებული ფოტოსურათი.ცნობისთვის, ახლახან გამოსული ალბომი ლოპესის 2004 წელს გამოსული ალბომის ერთგვარი გაგრძელებაა.

ჯადო

რჩევები 1713510360

„მე მინახავს ასეთი ადამიანები, ძლივს ლაპარაკობენ. ამას ვერავინ შველის“ - რომელი ჯადოს შესახებ საუბრობს ეზოთერიკოსი

ხშირად გვსმენია, რომ ადამიანები სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, სასურველ პიროვნებას ან თავი შეაყვარონ, ან სხვისი ოჯახი დაანგრიონ. ცოტამ თუ იცის, რომ ეს საშინელი ქმედება მასზეც ცუდად აისახება.რას გულისხმობს ე.წ. წითელი მაგია და როგორ მოქმედებს ის ადამიანზე, თემაზე ეზოთერიკოსი მაია ყუფარაძე საუბრობს:სიყვარულთან დაკავშირებული არსებობს წითელი მაგია, რომელსაც ძალიან ბევრ ადამიანში ვაწყდები. წითელი მაგია სასიყვარულო მაგია, იგივე ჯადოა. წითელი მაგია სასიკვდილო არ არის. ეს დაზომბება, ადამიანის დაბრმავება, მოდუნებაა. თქვენ უყვარხართ, მაგრამ უცებ სხვა შეუყვარდება იმიტომ, რომ ძალები ამისკენ მიმართეს. შავ მაგიაში სასიკვდილო ქმედებები იგულისხმება.ჩემთვის, ორივე მაგია გამორიცხულია. დაზარალებულებს ყველა შემთხვევაში ვეხმარები. ყოველდღე მაქვს ამის მაგალითები. ძალიან ვთხოვ ადამიანებს, დედებსაც, ცოლებსაც, ქმრებსაც, ვიცი, რომ ეს "შავ ხალხთან" ხშირად იყიდება, ვირის ტვინს არ მიმართონ. ეს არის ერთადერთი, რასაც ვერ ვეხმარებით. ვირის ტვინს ძლიერი სინთეზი გააჩნია. მაგალითად, თუ მამაკაცს საყვარელი ჰყავს და ცოლი ვირის ტვინს გამოიყენებს იმ მიზნით, რომ საყვარელს ჩამოაშოროს, მან არ იცის, რომ ამ შემთხვევაში ცოლსაც დაკარგავს.ვირის ტვინის შესახებ ინფორმაცია მითი არ არის. ყველა ვირის ტვინი კი არ გამოიყენება - დედალი ვირის ტვინს იყენებენ. ერთი პერიოდი "შავებმა" წყნეთშიც, კახეთშიც ვირები გაწყვიტეს. წარმოიდგინეთ, რა ლამაზი ცხოველია, მშრომელი, საყვარელი, მაგრამ უტვინოა. ტვინის სინთეზი აქვს ისეთი, რომ არ იწვრთნება. მას საკვებში ურევენ. სინთეზი პირდაპირ ტვინში იჭრება. ადამიანის ტვინის ხნულებს გადაეგლისება და "დებილდება", "ვირდება". ძირითადად, საცოდავ მამაკაცებს უკეთებენ.კრიჭა ეკვრებათ - მე მინახავს ასეთი ადამიანები, ძლივს ლაპარაკობენ. ამას ვერავინ შველის. ვირის ტვინი მოხვდება ორგანიზმში და ჩათვალეთ, რომ ადამიანი სამუდამოდ მოწამლულია. ასეთი ბევრი მყავს ნანახი...“,- ამბობს მაია ყუფარაძე.