ჩემთვის ეს არაფერია გარდა იმისა, რომ ადამიანები გამოდიან და უბრალოდ სიძულვილს ზეიმობენ- ეკა აღდგომელაშვილი

22:16 05-17-2018
63

 

ჰომოფობიის და ტრანსფობიის დღე, რომელიც ყველა ქვეყნაში აღინიშნება ჩვენთან 2014 წლიდან გადაიქცა ჰომოფობიის ზეიმის დღედ,- ამის შესახებ, ქალთა ინიციატივის წარმომადგენელმა ეკა აღდგომელაშვილმა გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე'' განაცხადა.

,,ჰომოფობიის და ტრანსფობიის დღე, რომელიც ყველა ქვეყნაში აღინიშნება ჩვენთან 2014 წლიდან გადაიქცა ჰომოფობიის ზეიმის დღედ. ჩემთვის ეს არაფერია, თუ არა ის, რომ ადამიანები გამოდიან და აღნიშნავენ უბრალოდ სიძულვილს. ჩემი აზრით, ეს რომ არ იყოს ძალადობის ფორმა და ჯდებოდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ნამდვილად არ ვიქნებოდი წინააღმდეგი,'' - განაცხადა ეკა აღდგომელაშვილმა