მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

"დანაშაულებრივად იქცევა დღევანდელი ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში" - ნინო ბურჯანაძე

22:00 05-17-2018
45

"დანაშაულებრივად იქცევა დღევანდელი ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "თავისუფალ სივრცეში განაცხადა. მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტს 3 თვე დარჩა უფლებამოსილების გასვლამდე და მაშინ მოინდომა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა, სასაცილოა.

"როდესაც 5 წელი პრეზიდენტი ხარ და 3 თვე დაგრჩა პრეზიდენტის უფლებამოსილების გასლვამდე და შემდეგ ამბობ, რომ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ადამიანთან შეხვედრა მოგესურვა ეს უბრალოდ სასაცილო და არასერიოზულია. როდესაც გიორგი მარგველაშვილი აირჩიეს პრეზიდენტად მოვუწოდე, რომ აუცილებლად შეხვედროდა ვლადიმერ პუტინს, პუტინიც ამ შეხვედრისთვის მზად იყო, აქ დაიწყო იმის გარჩევა თუ ვინ უნდა შეხვედროდა რუსეთის პრეზიდენტს, პრემიერი,პრეზიდენტი თუ სხვა. 4 წელია ფიქორბენ ამ შეხვედრაზე დანაშაულებრივად იქცევა დღვენადელი ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში". - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ