მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

"კმაყოფილი ვარ შსს–ს მუშაობით, რომელმაც უსაფრთხოება უზრუნველყო" – ჰოლანდიის ელჩი

20:31 05-17-2018
57

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ, მათ შორის იყო ჰოლანდიის ელჩი საქართველოში, რომელმაც აღნიშნა, რომ უმცირესობების მხარდამჭერი აქცია უსაფრთხო გარემოში შედგა. ელჩმა ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა. 

"მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვართ. სასიხარულოა, რომ აქ უსაფრთხოების შეგრძნება გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები, რომლებიც აქ არიან შეკრებილნი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ვიმედოვნებ, რომ მომავალ დღეს 17 მაისს უფრო მასშტაბურად და თავისუფლად აღვნიშნავთ. კმაყოფილი ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით, რომელმაც დღეს აქ უსაფრთხოება უზრუნველყო", – განაცხადა აქციაზე მყოფმა ჰოლანდიის ელჩმა, იოს დაუმამ.