მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ყველა ქართველთან ერთად ვიზეიმებთ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს - ნიდერლანდების ელჩი

20:23 05-17-2018
266

 

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ჩვენ, ყველა ქართველთან ერთად, თავისუფლად ვიზეიმებთ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. მადლობელი ვარ შინაგან საქმეთა მინისტრის, რომელმაც ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყო,- – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე მისულმა საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, იოჰანეს დუმა განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ისინი არიან აქ და ჩვენ აქ ვართ ერთად ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. სწორედ ეს არის უპირველესი მიზეზი, თუ რატომ მოვედი აქ. არსებობს მეორე მიზეზიც, თუ რატომ არის აქ ამდენი დიპლომატი, რადგან არის დაუცველობის გრძნობა, რაც არ უნდა იყო. ადამიანები, რომლებიც ზეიმობენ, თავს უნდა გრძნობდნენ დაცულად და თავისუფლად. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ჩვენ, ყველა ქართველთან ერთად, თავისუფლად ვიზეიმებთ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. მადლობელი ვარ შინაგან საქმეთა მინისტრის, რომელმაც ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყო და მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ მან უზრუნველყო ის, რომ ჩვენ აქ ვიმყოფებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დაცული იქნება თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება”, – განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა.

ავტორი: თათია ცუკოშვილი