მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

ადამიანები, ვინც შევიკრიბებით, ვიცით, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს - ნინო ბოლქვაძე

19:15 05-17-2018
215

ჩვენ, ადამიანები, ვინც შევიკრიბებით, ვიცით, რომ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები. ეს არის ილუზია სახელმწიფოში, რომელსაც ჯერ სახელმწიფოს ვერ დავარქმევთ, სანამ ადამიანის უფლებები არ არ იქნება დაცული,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „თანასწორობის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო ბოლქვაძემ განუცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.

 „ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ხელისუფლებამ აწარმოა რეპრესიული პოლიტიკა და აქედან გამომდინარე, ქმედებები მიმართული იყო საკუთარი მოქალაქეების, ისედაც სტიგმატიზებული ჯგუფების ჩაგვრისკენ. მას შემდეგ, რაც 12 მაისს შევარდნა მოხდა კლუბებში, დაარღვიეს იქ მყოფი ადამიანების უფლებები, მას შემდეგ, რაც შეიზღუდა პროტესტის მუხტის მქონე ადამიანების საჯაროდ შეკრების, გამოხატვის თავისუფლება პარლამენტთან.

 ჩვენ, ადამიანები, ვინც შევიკრიბებით, ვიცით, რომ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები. ეს არის ილუზია სახელმწიფოში, რომელსაც ჯერ სახელმწიფოს ვერ დავარქმევთ, სანამ ადამიანის უფლებები არ არ იქნება დაცული. ამიტომ, ნდობა ხელისუფლების მიმართ არ არსებობს. ის ლოიალურია ფაშისტური დაჯგუფებების მიმართ, არ აკონტროლებს, საიდან იღებენ ეს დაჯგუფებები ფულად დაფინანსებას. ზოგს, ჩემი აზრით, თავადვე აფინანსებს“, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

ავტორი: თათია ცუკოშვილი