მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დასაცავად შსს ყველაფერს გააკეთებს - ლონდა თოლორაია

18:56 05-17-2018
29

 

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ორგანიზატორთა გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა აქციაში ჩართულობაზე, ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა და მზად ვართ, ყველა ადამიანის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ,- ამის შესახებ, ლონდა თოლორაიამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან განაცხადა.

„დღევანდელ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ადგილზეა, რათა გავაკონტროლოთ და დავაკვირდეთ, რამდენად დაცულია ყველა პირის გამოხატვის თავისუფლება. მობილიზებულია შსს, პოლიცია, რათა უზრუნველყოს იმ ადამიანთა უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე გამოცხადდებიან. გვქონდა ხშირი მოლაპარაკებები ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებიც დღევანდელ აქციას უწევდნენ ორგანიზებას. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ორგანიზატორთა გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა აქციაში ჩართულობაზე, ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა და მზად ვართ, ყველა ადამიანის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ორგანიზატორთა იმ ნაწილმა, რომლებმაც უარი თქვეს ამ აქციაზე, ჩაანაცვლეს სხვა ღონისძიებებით, რომელთა გარკვეული ნაწილი უკვე ჩატარებულია და ჩაიარა ექსცესების გარეშე. დიახ, დღეს გამოცხადებული პოლიციელების რაოდენობა ადასტურებს, რომ შსს გააკეთებს ყველაფერს, რათა მათი უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ავტორი: თათია ცუკოშვილი